არჩევნებამდე ისე იჭერდნენ ხალხს, ჭრიდნენ და კერავდნენ საქმეებს რომ თავს და ბოლოს ვერ ვპოულობდით, ამაზე მიშისტების რეაქცია იყო დიიდი 0.
ახლა ვხედავთ რას? იმის მაგივრად რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ წასულიყო მასიური დაპატიმრებები, ახალი მთავრობა დინჯათ, ყველა წესის დაცვით ახორციელებს დანაშაულში ეჭვმიტანილი ადამიანების მიმართ სამართლებრივ დევნას, ყველა საქმე არის გამჭვირვალე და ცნობილი საზოგადოებისთვის. ამ შეთხვევაში როგორია მიშისტების რეაქცია?

პოლიტიკური პატიმარი, ნატოზე უარის თქმა და ა.შ.
ოხ ეს ორმაგი სტანდარტები რა

მოკლედ განვიხილოთ ბაჩო ახალაიას, კალანდაძის და შამათავას საქმე სამართლებრივ ჭრილში.
ესეიგიწ:
1. პორკურატურაში შევიდა საქმე თანამდებობის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით
2. არსებობს არაერთი მოწმე
3. პროკურატურა იბარებს დაკითხვაზე მთავარ ეჭვმიტანილს
4. ეჭვმიტანილის დაკითხვის შემდეგ გამოძიება საჭირად თვლის მის დაკავებას
5. ასევე აკავებენ იმ ადამიანებს რომლების შესაბამის საქმეში ფიგურირებენ
6. ასევე ჩნდება ეჭვი რომ ეჭვმიტანილებმა თანამდებობის გათვალისწინებით ზეწოლა მოახდინონ მოწმეებზე.
7. დაკავება ხდება ყველა წესის დაცვით (ვიტყოდი საკმაოდ ჰუმანურად, იმის გათვალისწინებით რომ გენერალი და მეორე სამხედრო ბორკილებდადებული არ გაიყვანეს სამხედრო ნაწილიდან ან სახლიდან.)
8. მიმდინარეობს მათი დაკითხვა და საქმის ძიება
9. პროკურატურა სასამართხლოსგან ითხოვს 2 თვიან წინასწარ პატიმრობას, მათ წამოადგინეს საკმარისი მასალა სასამართლოში
10. ამის მიუხედავად სასამართლო ორ ადამიანს ანთავისუფლებს ხოლო ბაჩო ახალაია ისევ პატიმრობაში დატოვა
ეხლა ჩნდება ლოგიკური კითხვა რა არის ამაში უკანონო და პოლიტიზირებული?

ასევე მაინტერესებს გამოცდილი იურისტების (არა ძალით იურისტების) აზრი თუ როგორ შეაფასებენ ამ საქმეს.
კიდევ ერთი კითხვა, როგორც იცით ამერიკაში CIA-ს დირექტორი გაეხვა სკანდალში სხვა ქალთან სექსუალური ურთიერთობის გამო და ამის გამო მას თანამდებობის დატოვება მოუხდა, ბაჩო ახალაია პოლიტპატიმარია და ის საცოდავი ქალის ხამი დამნაშავე?
For every minute you are angry you lose sixty seconds of happiness.