კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, მამუკა არეშიძე მინისტრების მოადგილეების გარკვეულ ნაწილს იწუნებს და მიიჩნევს, რომ მათი ბიოგრაფიები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. როგორც არეშიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მინისტრების მოადგილეების პოსტებზე წარდგენილი პირების ნაწილი ადამიანების შევიწროვებაში უშუალოდ მონაწილეობდა, რის გამოც მათ პატიოსნებაში ეჭვი ეპარება.
"მე ცოტა მიკვირს მინისტრების შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოადგილეები პროფესიონალიზმისა და პატიოსნების ნიშნით შეარჩიეს. ზოგიერთ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ ეს ასეა. ყოველ შემთხვევაში, თავისი ბიოგრაფიებით ზოგიერთი მოადგილე ამ კრიტერიუმებს ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს. არ მინდა ისინი ჩამოვთვალო, რადგან ჩვენი გუნდის წევრები არიან, მაგრამ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ზოგიერთის ბიოგრაფია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ ადამიანების შევიწროებაში. მათ პატიოსნებაში მე პირადად სერიოზული ეჭვი მეპარება", - განაცხადა არეშიძემ.
"ქართული ოცნების" წევრის განმარტებით, მისი პოზიცია კოალიციის ხელმძღვანელიბისთვის ცნობილია და აღნიშნულთან დაკავშირებით მათ გუნდში საკმაოდ მწვავე საუბრები აქვთ.
"ნუ ცდილობს მავანი, კოალიციის ხელმძღვანელობა, თვითონ ბიძინა ივანიშვილი და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და მოატყუოს", - აღნიშნა "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა.
რაც შეეხება მინისტრების იმ მოადგილეებს, კერძოდ ლაშა ნაცვლიშვილს და გია ქავთარაძეს, რომელთა მიმართაც გარკვეული პრეტენზიები გამოითქვა, არეშიძის თქმით, ქავთარაძესთან მიმართებაში კითხვის ნიშნები მასაც აქვს, თუმცა ნაცვლიშვილთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან გამოთქმულ უკმაყოფილებას "არ იღებს".
"გია ქავთარაძის მიმართ კითხვის ნიშნები მეც მაქვს, ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებით კი არ ვიღებ ფსევდოუმცირესობის პრეტენზიებს. თუ ამჟამინდელ ოპოზიციას ინფორმაცია ჰქონდა, რომ ის ნარკოტრანზიტში მონაწილეობდა, ნაცვლიშვილი საქართველოში ცხოვრობდა და სამართალდამცავ ორგანოებს აქამდე დაესვათ მისთვის კითხვები. რადგან არ დასვეს, ე.ი ესაა ტყუილი", - განაცხადა არეშიძემ.
ამასთან, მისი თქმით, მას გაუმართლებლად მიაჩნია მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე იმ პირების დატოვებაც, რომლებსაც ეს პოსტი წინა ხელისუფლების დროს ეკავა.
"არ მიმაჩნია, რომ საქართველოში სპეციალისტები დაილია და მინისტრის ის მოადგილეები, რომლებიც წინა მინისტრების დროსაც იყვნენ ამ თანამდებობაზე, პოსტებზე უნდა დარჩნენ. ამას ხაზგასმით ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ისინი კარგი პროფესიონალები იყვნენ. მიმაჩნია, რომ არ იყო საჭირო მათი დატოვება", - განმარტა არეშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...i-moatyuos.html===================
ნაცვლიშვილი,ქავთარაძე,კაპანაძე,ტაბატაძე და ა.შ
ოცნების შევარდნაძის მთავრობის დიდი დაბრუნება
ბიძინისტებო აბა რა ხდება?
ბელადის გაპრავებაა საჭირო?