#35635413 · 17 Mar 2013, 03:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს მუცელზე ხელი მედო, გათბობდი....უცებ შენი პატარა ხელი მომაჭიდე და დამატოლე, როგორც ცხრა თვის უკან ,ყველაზე ლამაზ ღამეს მე და მამაშენმა ფარულად გულები დავატოლეთ ერთმანეთს ჩემი ოთახის დაორთქლილ მინაზე.მერე ვნებით, სიყვარულით, ბედნიერებით, სიხარულით , როგორც მოქანდაკეებმა შეგქმენით შენ! შენ, ჯერ კიდევ უფორმო, უზომო, და ჯერ კიდევ უსქესო. პირველად ისე შემახსენე თავი, როგორც გაურეცხავი მარწყვის ჭამის შედეგმა,მე სულელმა, მართლაც მარწყვს დავაბრალე. ვიცი, შენ გაბრაზდი და ბე გეგმაზე გადადი, გამოგივიდა, აღმოგაჩინე პაწიავ! შემეშინდა, შემეშინდა ორმაგი პასუხისმგებლობის, როცა ჯერ კიდევ ჩემში ძალიან მცირე იყავი. მინდოდა მეხტუნა, წვიმაში გავსულიყავი და მეცეკვა, თუმცა შენი მეშინოდა, პირველად არც შემეძლო შევხებოდი ჯერ არგამობურცულ მუცელს. თუმცა, შენ მუცელშივე პრინციპულმა ესეც გამაკეთებინე და ყოველი დილა ვიღვიძებ, ვიდებ თხელ თითებს მუცელზე და გემუდარები დაიბადო. მიკვირს როგორ გამასულელე, მე ისედაც სულელი გოგო. როგორ მანდომებ ღამღამობით წნილს, როგორ მაშინებ შენი ერთი გაქანებით, როგორ საშინლად მასუქებ, როგორ მაფუჭებ და როგორ მამხიარულებ. მზე დედამიწას ატრიალებს ღერძის ირგვლივ,შენ კი მე შენს ირგვლივ. გახსოვს პირველად თავი რომ მომატყვი მთელი ძალით? მე წელში მოვიხარე, მერე მივხვდი რომ ეს შეყვარებულ გულის აჩქარებაზე უფრო სასიამოვნო იყო და ამის შემდეგ ყოველ დღე ველოდი ახალ ახალ ბიძგებს მუცლის არეში. შენი ფეხი ვიგრძენი მუცელზე და მეორე დილით შენი ზომა ფაჩუჩების ქსოვა დავიწყე, თან ვნერვიულობდი ჩაგეტეოდა თუ არა... თითქოსდა წარმომიდგენია ჩვენი პირველი შეხვედრა. დედა მეუბნებოდა ახალშობილები არ არიან ლამაზებიო, რა სისულელეა, შენ ჩემი ყველაზე ლამაზი გოგო იქნები! სუნთქვაშეკრული დაველოდები შენს პირველ განაცხადს სიცოცხლეზე, შენს პირველ ამოსუნთქვაზე მეც ამოვისუნთქავ შვებით, მერე კი, მერე დავტკბები შენით...
იბედნიერეთ იმრავლეთ!!!! გისურვებთ ბედნიერ დედობას!
პატივისემით თანაფორუმელი
--------------------
Dum Spiro, Spero.
|