ფორუმელი 64-ის თემის კვალდაკვალ.
ახლავე უნდა მოვთხოვოთ თუ არა პარტიებსმერე რომ არ წამომაძახოთ
აგერა ვარ თბილისში.
ცალცალი კალოშით.
რუსეთში ვმოღვაწეობდი 1988 წლიდან.
9 აპრილის შემდეგ დამაპატიმრა ცხინვალის უშიშროებამ - სადაც დამავერბოვკეს.
ჩამასახლეს საჩხერეში.(ბბ იმთავიდან იყო ჩაფიქრებული სცენარში)
გაკვრით ვმონაწილეობდი გვარდიის შექმნაში (პალაჟენიას მაჩვევდნენ).
თბილისის ომის მონაწილე.
ცხინვალი პირველად ჩვენ გავაღვიძეთ.
აფხაზეთში მოგვიანებით ჩავედი(მე-5 კოლონის შემადგენლობაში)
მხარს ვუჭერდი გამსახურდიას სამეგრელოს მოვლენებისას, რისთვისაც კინაღამ დამხვრიტეს(გრაჩოვის ზარმა მიშველა).
რის შემდეგაც თავი შევაფარე დედა ღრუსეთს.
სადაც ერთ წელიწადში კონფლიქტი მომივიდა ელცინთან.
გამსროკეს და სროკზე დავუახლოვდი შავ სამყაროს.
ვმონაწილეობდი სისხლიან გარჩევებში და შეკვეთილ მკვლელობებში.
ბადრის და ბერეზოვსკის გაქცევის შემდეგ გადმომისროლეს საქართველოში.
ვარდების რევოლუციის შემდეგ მომცეს დავალება მომეკლა კაცი სუფთად, რომლის მკვლელობასაც ვერ დამიმტკიცებდა პროკურატურა და მათ ნულოვან ტოლერანტობაზე გათვლით ძალით მომაწერინებდნენ ხელს საპროცესო შეთანხმებაზე, რომელსაც 2012 წლის არჩევნებისთვის გამოვიყენებდით ნაც.მოძზე შავი პიარისთვის.
პარალელურად დამავალეს ფორუმჯიზე დარეგისტრირება(რომელსაც ვეწინააღმდეგებოდი, რადგან არ მქონდა იმედი რომ ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევდი კარდუს, 098-ს, დიდგორიგეოს და ლევანიმუს) და დამაიმედეს რომ მარტო არ ვიქნებოდი და ამ უთანასწორო ბრძოლაში მხარს დამიჭერდნენ
ლურჯი სიის წევრები.
ანაზღაურებას ვღებულობდი ვებმანის საშუალებით - ტუგრიკებში.
არჩევნებამდე დარჩა 220 საათი და ველოდები შსს მინისტრის პორთფელს! (ზღულაძეს დავიტოვებ მდივნად).
ველოდები რა,
ვვ-ს(
ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ პუტინ) დირექტივაა და იასნია დავინიშნები კიდეც!
პ.ს. მოვითხოვ კაბინეტის დანარჩენმა წევრებმაც წარმოადგინონ თავიანთი სივი.
ბბ-ს არ ეხება - მაგას კვანტრიშვილი ჰყავს მოკლული(კანტროლკა მაგან დააჭედა)
This post has been edited by მართვის თეორია on 23 Sep 2012, 03:36