მიდგომილი (ორსული) მარიამი და იოსების ყვედრებატაგ: Internet_Contraband
ეს საიდან დააკოპირე? :დ
გადავანგრიე ინტერნეტი და ვერ მივაგენი ვერაფერს, არადა ესეთი ხატი პირველად ვნახე
მალე ალბათ ანტითამბაქოს აქციაზე დაწერენ ხატს, სადაც იესო სიგარეტის ნამწვს აგდებს

ხატის სახით გავრცელებული სურათის საკითხი საგანგებოდ განიხილა საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნების და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო-მეთოდურმა საბჭომ.
იმ დროისთვის დირბის მონასტრის იღუმენმა იოანე ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ დირბის მონასტრის მოხატულობის ფრაგმენტი, სადაც ფეხმძიმე ღვთისმშობელია გამოსახული, მრევლის მიერ ვრცელდება როგორც ორსული ქალების მფარველი ხატი, "ამიტომაც იქნებ ფრესკა აღგვედგინა და მის საფუძველზე დაწერილიყო ფეხმძიმე ღვთისმშობლის ამსახველი "ხატი" რომელიც ორსულთა მფარეველი იქნებაო" _ თქვა იღუმენმა.
საბჭომ განიხილა როგორც ფრესკის აღდგენის, ისე ე.წ მიდგომილი ღვთისმშობლის ხატის კანონიკურობის საკითხი და დაასკვნა: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით მიზანშეუწონელია დირბის მონასტრის მეთოთხმეტე საუკუნის უნიკალური კედლის მხატვრობის აღდგენა.
საბედნიეროდ, მას გაკეთებული აქვს კონსერვაცია და განადგურება არ ემუქრება.
რაც შეეხება ე.წ. ხატს, საბჭო მიიჩნევს, რომ ფეხმძიმე ღვთისმშობლის გამოსახულების ხატის სახით არსებობა და გავრცელება დაუშვებელია, ვინაიდან მისი არსი დედა ღვთისას მიმართ შესაფერისი პატივისცემის გამომხატველი არ არის და ღვთის განკაცების დოგმატს აკნინებს.