აგერ ვნახე წყარო ინტერნეტში გურიანიუსზე
http://gurianews.com/index.php?option=com_...7-31&Itemid=111ვინ დააკავეთ?
_ არავინ.
_ დაკავების კადრები გვაქვს...
_ მე არაფერი დამინახავს(?!)
_ ანუ, არავინ დაგიკავებიათ?
_ მე მეკითხებით და გპასუხობთ, არა-მეთქი!
_ ყველას გეკითხებით....
_ ჰოდა, ჩვენც გეუბნებით _ არ დაგვინახავს, რადგან სავახშმოდ ვიყავით გასული.
_ მაშინ გვიპასუხეთ, აქ რატომ ხართ?
_ ჩვენ რატომ ვართ აქ...? გენაცვალე, ხალხი რომ არის აქ იმიტომ _ ვინმეს რომ არ მოუვიდეს რამე.
_ "ვინმეს" უკვე მოუვიდა და მანქანაშიც ძალის გამოყენებით ჩასვეს.
_ არ ყოფილა ასეთი რამ, ცრუ ინფორმაცია გაქვთ.
_ არ ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
_ არა. მე არ ვადასტურებ. იმათ ჰკითხეთ, გენაცვალეთ, _ და ხელი ოპოზიციისკენ გაიშვირა.
_ ისინი ამბობენ, რომ სცემეს და მანქანაში ძალით ჩასვეს რამდენიმე აქტივისტი, ანუ გვატყუებენ?
_ გეუბნებით, არავინ გვიცემია. რა ვიცი, ნახეთ, იქნებ არ გატყუებენ, გადაამოწმეთ, იქნებ მართალია, რა ვიცი, აბა(?!).
_ თქვენი სახელი და გვარი, თუ შეიძლება...
_ გოჩა კუპრაძე. _ სტატუსიც, ვინ ბრძანდებით...
_ კიდევ რა გაინტერესებთ? გულს გადაგიხსნით, ყველაფერს ერთბაშად გეტყვით. ვარ უცოლო, სურათიც გადაგვიღეთ კარგ ფონზე... ახლა მე გეკითხებით, თქვენ საიდან ხართ? გული გაგვისკდა, ხომ უნდა გვითხრათ ვინ ხართ? საერთოდ, რომ იცოდეთ, პოლიციას არ უნდა მიმართოთ კითხვებით, არის სპეციალური ბრძანება.
This post has been edited by tevzi1 on 5 Nov 2012, 16:24