ახალაიების დასაკავებლად ფულადი ჯილდო დაწესდა
03.11.2012
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და მისი ძმა, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დათა ახალაია აჭარაში იმალებიან და მათ 200 კაციანი დაცვა იცავთ. ამის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია “თაიმერს” ძალოვანი უწყების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მიაწოდა.
წყაროს ინფორმაციით, ძმები ახალაიები უცხოეთიდან საქართველოში დაახლოებით 10 დღის წინ დაბრუნდნენ და თავს აჭარას აფარებენ. საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, რომ საქართველოში ახალი ხელისუფლების არჩევის შემდეგ ახალაიებმა ქვეყანა დატოვეს და უცხოეთში გაიქცნენ. თუმცა წყაროს ინფორმაციით, საზღვარგარეთ მცხოვრებმა ე.წ. კანონიერმა ქურდებმა მათ დასაკავებლად ან მოსაკლავად საკმაოდ მაღალი ფულადი ჯილდო დააწესეს და ამის გამო ძმები ისევ სამშობლოში დაბრუნდნენ.
“თაიმერს” წყარომ ასევე აცნობა, რომ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ახალაიებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ესაუბრა და მათ წარსულში ჩადენილი დანაშაულის აღიარებისკენ მოუწოდა. მერაბიშვილის წინადადებას დათა ახალაია დაეთანხმა, თუმცა ბაჩო ახალაია კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
http://www.newposts.ge/politika/1398-akhal...o-datsesda.html