http://info9.ge/?l=G&m=1000&id=8580გორში, ვერხვების დასახლებაში მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები მათ ჟურნალისტებთან ურთიერთობას უკრძალავდნენ და მათთან კონტაქტის შემთხვევაში პრობლემების შექმნით და საცხოვრებელი ადგილებიდან გამოსახლებით ემუქრებოდნენ. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა საბა წიწიკაშვილმა განაცხადა, რომ ჟურნალისტები დევნილთა დასახლებაში თავისუფლად ვერ გადაადგილდებოდნენ, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი მათ ავიწროებდა და მუშაობის საშუალებას არ აძლევდა. „ინფო9“-მ, მცდელობის მიუხედავად, დევნილთა დასახლების ვერც ერთი მამასახლისის კომენტარის მოპოვება ვერ შეძლო.