ახმეტის საავადმყოფოდან თანამშრომლები ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს სამსახურიდან. როგორც ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა ექიმმა ნათელა ექვთიმიშვილმა „ინფო9“-სთან საუბარში განაცხადა, არჩევნების შემდეგ ექიმების ასე მასობრივად გათავისუფლება სამსახურიდან გარკვეულ ეჭვებს ბადებს. მისივე თქმით, ეს არის ძველი ხელისუფლების მხრიდან საბოტაჟის მოწყობის მცდელობა. ამ აზრს სამსახურიდან დათხოვნილი სხვა თანამშრომლებიც იზიარებენ ახმეტის საავადმყოფოსთან შეკრებულ ჟურნალისტებს დაცვის თანამშრომლები შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. საავადმყოფოს მენეჯერი გიორგი უძილაური კი კომენტარზე უარს აცხადებდა, თუმცა მოგვიანებით ჟურნალისტებთან შეხვედრის სურვილი თვითონ გამოთქვა.
http://info9.ge/?l=G&m=1000&id=8476