
წითელი ხიდი, გატეხილი ხიდი - მდინარე ხრამის ნაპირზე, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს. ხიდი ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია. აშენებულია ქართლის მეფის, როსტომის მიერ XVII საუკუნის შუა წლებში, თუმცა, იქვე ჩანს ძველი, უფრო ადრინდელი ხიდის ნაშთებიც.
ხიდის სიგრძე 175 მეტრია, სიგანე შუა წელში 4,3 მ., სიმაღლე კი 10 - 12 მეტრია. ნაგებია ქართული, წითელი ფერის აგურით, საიდანაც მოდის ხიდის სახელწოდება. „გატეხილ ხიდს“ კი უწოდებენ ხიდის თაღების თავისებური არქიტექტურული განლაგების გამო. ხიდის ბურჯებში არის სხვადასხვა სახის სათავსოები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო საბაჟოდ, სადარაჯოდ ან ქარავნების დასასვენებლად.
ხიდზე გადიოდა თბილისიდან წინა აზიის ქვეყნებისაკენ მიმავალი საქარავნე გზა, საიდანაც შემდეგ აზიის და ევროპის ქვეყნებში შეიძლებოდა გასვლა. ხიდს საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
ხიდის მიდამოებში ხშირი იყო სახვადასხვა ბრძოლები და შეტაკებები, რომლებსაც საქართველოსათვის დამცველობითი მნიშვნელობა ჰქონდა. 1795 წლის 7 სექტემბერს, აღა-მაჰმად-ხანის მრავალრიცხოვან არმიას აქ დაუპირისპირდა ერეკლე II–ის მებრძოლთა 200 კაციანი ჯგუფი, რომლებიც ხიდის დასაცავად იყვნენ დატოვებული. ხიდის დამცველებმა ვერ გაუძლეს მრავალათასიანი მტრის რაზმების შემოტევას და დიდი დანაკარგით უკან დაიხიეს. 1921 წლის თებერვალში, ამ მიდამოებში გაიმართა ბრძოლა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მებრძოლებსა და ბოლშევიკური, წითელი არმიის ნაწილებს შორის. ბოლშევიკების არმიის ცენტრალურმა დაჯგუფებამ, მიუხედავად ქართველთა წინაამღდეგობისა, წითელი ხიდი აიღო და თბილისს შეუტია.
ხიდს თავისი ფუნქცია დღესაც შენახული აქვს.
P.S. ხიდთან იდგა ისტორიული ძეგლი, სკულპტურა რომელიც განსაბჭოების მერე გადმოაგდეს და იქვე მიწაში იყო ჩამარხული სამ თუ ოთხ მეტრიანი მეტრიანი ქვის ფალოსი, მე ესე ვიცი რომ თამარის დროინდელი.
რომელიც წამოიღეს და საქართველოს მუზეუმის ეზოში იდო აუზის გვერდით, ეხლა დევ სთუ არა ვერ გატყვით. მაგარამ ერთი უდავოა რომ საზღვარზე ისევ უნდა აღსდგეს ეს ძეგლი რომ აზერებმა იცოდნენ ვითან ქანდათ აქვთ და ექნებათ საქმე და რას მიიღებენ თუ წესიერათ არ მოიქცევიან .........................................................................
მიმაგრებული სურათი