მერფის კანონები მოლაშქრებისთვისზოგადი კანონებია)თუ რაიმე უბედურება შეიძლება მოხდეს, ის მოხდება.
ბ)ყველაფერი აუცილებლად იქნება ისე,როგორც არ უნდა ყოფილიყო.
გ)თუ ყველაფერი მიდის კარგად,ესეიგი რაღაც რიგზე არაა.
დ)რაღაც ცუდი ყოველთვის ხდება უახლოეს მომავალში
ზურგჩანთა და აღჭურვილობა1)ნივთები ყოველთვის იმაზე მეტია ვიდრე ჩანთის ტევადობა.
2)როგორ კარგადაც არ უნდა ჩავალაგოთ ჩანთა ნივთი რომელიც დაგვჭირდება აუცილებლად ჩანთის სიღრმეში იქნება.
3)როგორრც კი ამოვალაგებთ ჩანთას აღმოჩდება,რომ ჩვენთვის საჭირო ნივთი სხვა მოლაშქრის ჩანთაში დევს.
4)როგორც კი ხელახლა ცავალაგებთ ჩანთას და მოვიკიდებთ აღმოვაჩენთ,რაღაც მაინც დაგვრჩა ჩაულაგებელი.
5)რაც არ უნდა კარგი ხარისხის ჩანთა გვქონდეს და კარგად იყოს ჩალაგებული,დიდ მანძილზე მაინც მოუხერხებელი იქნება
6)თავისთავად ცუდი ხარისხის და ცუდათ ჩალაგებული ჩანთა დასაწყისშივე მოუხერხებელია.
7)პატარა და ხშირად გამოუყენებადი ნივთების არარსებობას აღმოვაჩენთ მაშინ როცა ისენი დაგვჭირდება, ეს მომენტი კი გასაოცარია და ყოველთვის ლაშქრობის დასასრულისკენ დგება ხოლმე.
8)თუ დარწმუნებული ხართ იმაში,რომ რაღაც ნივთი ჩანტაში გიდევთ,ესეიგი ის დაგრჩათ.
9)ნივთები როელიც გგონიათ რო დაგრჩათ,ისენი აუცილებლად ჩანთაში გვექნება უბრალოდ მათ ლაშქრობის ბოლოს ვიპოვით.
10)რამდენი ტუალეტის ქაღალდიც არ უნდა წაიღოთ ის მაინც არასაკმარისი იქნება.
ცეცხლი1)როგორც წესი ასანთი არავის აქვს ან აქვს მას რომელიც ბოლოში მოდის.
2)თუ გვაქვს ასანთი როგორც წესი ის ერთია.
3)ის ერთი ასანთი რატომღაც სველდება
4)თუ ცეცხლს ანთებს ერთზე მეტი ადამიანი ის ცეცხლი არ დაინთება.
კარავი1)სხვისი კარავი ყოველთვის ჯობია იმ კარავს რომელშიც ხარ.
2)როგორც კი დავდგამთ კარავს მხოლოდ მაშIნ აღმოვაჩენთ შორიახლოს ჭიანჭველების ბუდეს.
3)გვერდითა კარავში აუცილებლად იქნება ადამიანი ვინც მთელი ღამე იხვრენს
4)თუ წამოვიდა წვიმა თქვენი კარავი აუცილებლად პირველი დასველდება.
საჭმელი1)თუ ბუტერბროტი დაგვივარდა ის აუცილებლად იმ მხრიდან დაეცემა რომელზეც მაიონეზი ასხია
2)შაქარი და მარილი რომელიც სხვადასხვა პაკეტებში ინახება,ლაშქრობის ბოლოს როგორცყოველთვის ერთ პაკეტში იქნება არეული.
ამინდი1)ამინდის პროგნოზი მართლდება მხოლოდ იმ ადგილებში სადაც ჩვენ არ ვართ.
2)ცუდი პროგნოზი ყოველთვის მართლდება.
3)ჰაერის ტემპერატურა პირდაპირპროპორციულია იმ თბილი ტანსაცმლის რაოდენობისა,რომელიც თან გვაქვს წაღებული.
4)სანამ ამინდი გამოკეთდება ის უფრო უარესდება.
5)თუ ვიღაც მუდმივათ იძახის,რომ უახლოეს პერიოდში ამინდი გამოკეთდება ის ტურის ორგანიზატორია.
ქარი1)ქარი ყოველთვის სახეში გვიბერავს.
2)თუ ქარი ზურგიდან უბერავს ესეიგი ჩვენ ან ზურგით მივდივართ ან არასწორი მიმართულებით.
3)თუ ქარი ყველა მიმართულებიდან ძლიერად უბერავს ესეიგი ხრამში ვარდებით.
4)სწორედ იმ მომენტში როცა გგონიათ რომ ქარი უკნიდან დაუბერავს ქარი საერთოდ აღარ არის .
მერფის კანონები ორგანიზატორებისთვის:1)თუ ჯგუფის წევრი ცდილობს განმარტოებას,ის აუცილებლად ჩავარდება დეპრესიაში
2)სანამ ის დეპრესიაში ცავარდება,მანამდე თქვენ მიგიყვანთ ინფარქტამდე.
3)ჯგუფში ყოველთვის იქნება ისეთი მოლაშქრე რომელიც ეცდება მოყვეს იმდენი სალაშქრო ისტორია,რომ დააჯერებს სხვებსაც ტავის სალაშქრო გამოცდილება მეტია ვიდრე თქვენი.
4)თურომელიმე ჯგუფის წევრი გეუბნებათ რომ ეს მარშუტი მცდარია,ეცადეთ სასწრაფიო წესით მოიშოროთ ეს ადამიანი.
5)რაც უფრო კარგია მარშუტი მით ნაკლებმა ადამიანმა იცის მასზე.
This post has been edited by d_tsabo on 2 Dec 2012, 00:05