მოკლედ, ვარ სტუდენტი და საქართველოს ბანკმა ყველა სტუდენტს შეუცვალა სტუდენტური ბარათები
სტუდენტურ ბარათს რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატა:
- თანხას პირდაპირ ანგარიშზე რიცხავ და ტრანსპორტში გადახდისას პირდაპირ ანგარიშიდან გეჭრება თანხა
- ძველი ბარათისგან განსხვავებით ვერ ნახულობ რამდენი გაქვს ანგარიშზე თანხა დარჩენილი, მეტროში და ავტობუსზე ბარათს რომ ადებ სულ 0.00-ს გიჩვენებს
- ასევე შეგიძლია მინუსებშიც წახვიდე 5 ლარამდე
გარდა ამისა ავტომატურად გირთავენ სმს და ინტერნეტ ბანკს, რომელიც სტუდენტებისთვის აქამდე ყოველთვის უფასო იყო და არც ბარათის აღებისას არ გეუბნებიან და არც ხელშეკრულებაში არ წერია, რომ ახალი წესებით ფასიანი გახდა. ანუ სანამ ფაქტის წინაშე არ დადგები, რომ ფული გეჭრება ანგარიშიდან იქამდე ვერ გაიგებ.
ზუსტად 1 თვეა რაც მაქვს სტუდენტური და ამ 1 თვეში 3 ლარი ინტერნეტბანკმა წაიღო, 4 ლარი სმს ბანკმა და ამის შესახებ არ მოგდის არც სმს-ი, თან ვერც ამჩნევ, რადგანაც ბარათის მეტროში მიდებისას არ გიჩანს დარჩენილი თანხა + დამატებით, რომ დაგაბნიონ მინუსებშიც შეგიძლია გადასვლა და სმს ბანკის თანხას პირდაპირ 4 ლარს თვეში ერთხელ კი არ გაჭრიან, არამედ ნაწილ-ნაწილ, რომ შენთვის ეს შეუმჩნეველი იყოს.
ეს ყველაფერი შემთხვევით შევამჩნიე ამონაწერში, თან შევატყე, რომ რაღაც სწრაფად მეხარჯებოდა სატრანსპორტო ბალანსი.




თბილისში საქსტატის მონაცემებით 100 000 სტუდენტია, შვიდ ლარზე რომ გადავამრავლოთ და 12 თვეზე, გამოდის, რომ ამ მანიპულაციით საქართველოს ბანკი წელიწადში 8 400 000 ლარს გვპარავს სტუდენტებს!