მთელი ცენტრის მაშტაბით დაიწყო ამ მახინჯი ღობეების დაყენება. კოსტავა კლეტკებში ჩასვეს. 
ფეხით მოსიარულეებისთვის, ველოებით და ელექტროსკუტერებით ვინც ვმოძრაობთ ეს არის კატასტროფა.  კილომეტრი შეიძლება ისე გაიარო ტროტუარზე ფეხი ვერ შედგა. ადრე ველობილიკის არქონის პირობებში შეგეძლო საფრთხის შემთხვევაში ტროტუარზე ასულიყავი. საერთოდ ალტერნატიული ტრანსპორტით მოძრაობას ის პლიუსი აქვს რომ პარკინგს არ ეძებ, ზედმეტ კილომეტრს არ გადიხარ და სადაც გინდა იქ შედიხარ ტროტუარზე, ეს უპირატესობა აქვს მანქანასთან შედარებით.
ესე კი რა გამოდის? ან მანქანებთან ერთად უნდა ვეძებო სად მივაპარკინგო ველო და მერე კილომეტრი ვიარო უკან. ან დავარღვიო წესი და ტროტუარზე ვიარო, რითიც საფრთხეს შევუქმნი ფეხითმოსიარულეებს.
კალაძეს თუ ჰგონია, რომ ამ ღობეებით ფეხითმოსიარულეებს გადააფიქრებინებს უადგილო ადგილას ტროტუარიდან ჩამოსვლას, ძალიან ცდება. ვისაც ჯანმრთეობა ხელს უწყობს გადაახტება, ვისაც არა და სამანქანო გზაზე ივლის ტროტუარის ნაცვლად. ამის მაგალითი თბლისში უამრავი გვაქვს. თუ გინდათ რომ ხალხმა ქაოტურად არ იაროს გზებზე, ერთადერთი წამალი არის ზებრა ყველა 300-400 მეტრში.
აი კონკრეტულად ჩემს სახლთან, დაღმართია და საფეხმავლო გზა კიბით ჩამოდის. სანამ ღობე დაყენდებოდა, თუ ეტლით იყავი, შეგეძლო ცოტა გაგევლო სამანქანო გზაზე და ასულიყავი ტროტუარზე. ეხლა კი ან სამეზობლოს უნდა დაუძახო რომ კიბეებზე ჩაგატანინონ ეტლი, ან მთელი გზა ტროტუარის გასწვრივ უნდა იარო სამანქანო გზაზე.

ცოტა ხანში სისტრა დადებს კვლევას რომ ეს ღობეები მოსაშლელია, მოიშლება კიდეც მაგრამ მანამ ვიღაც გააკეთებს მილიონს ჩვენს ხარჯზე. 
This post has been edited by brutal_88 on 4 Sep 2019, 22:55