გეიმერებს სალამი
მოკლედ შორიდან რომ არ შემოვუარო პირდაპირ დავწერ რა მინდა.
ჩვენ ვართ ერთ-ერთი ორგანიზაცია და გვაქვს თავისუფალი კინო დარბაზი, გვაინტერესებს რამდენად აქტუალურია თამაშები ჩვენს ქვეყანაში ამ ეტაპზე და მითუმეტეს ამ თამაშების ჩემპიონატების მოწყობა. იქნება თუ არა დაინტერესებული პირები და თუ მიიღებენ მონაწილეობას დაახლოებით ასეთ ჩემპიონატში.
ჩემპიონატს ეყოლება სპონსორი და დააწესებს პრიზს გამარჯვებულისთვის, გარდა ამისა მონაწილეობის მისაღებად საჭირო იქნება სიმბოლური თანხის გადახდა დაახლოებით 5 ლარი. ბიუჯეტი მთლიანად მოხმარდება გამარჯვებულის დაჯილდოვებას. (მოგება არ გვაინტერესებს) თვითონ ჩემპიონატი ჩატარდება დიდ ეკრანზე კინო დარბაზში , მონაწილეებს ეყოლებათ ქომაგები და შესაძლოა გაკეთდეს ონლაინ ფან კლუბები...
ეხლა მაინტერესებს თამაშობს თუ არა ხალხი ამ თამაშს და თუ ხართ ასეთები გამომეხმაურეთ
პატივისცემით : მე.
