ძალიან ხშირად დიდი აფეთქების თეორიას აღიქვამენ, როგორც განცალკევებულად „დიდ აფეთქებას“, ანუ ნივთიერების ერთჯერედი წარმოქმნა, რისგანაც დაიწყო სამყაროს მშენებლობა. სინამდვილეში ეს მომენტი მთელს თეორიაში ყველაზე უფრო საკამათოა კრიტიკოსების მხრიდან. არანაკლებ საინტერესოა თუ რა მოხდა დიდი აფეთქების შემდეგ, როდესაც დაიწყო ახალშობილი სამყაროს ევოლუცია. არ აქვს აზრი იმის ძიებას, თუ რა იყო უშუალოდ დიდი აფეთქების მომენტამდე – ეს არ იცის არავინ, მეცნიერებსაც ამ ეტაპზე არ აქვთ არანაირი რეალური იდეა, თუ როგორ შეიძლება ამის ახნა. თუმცა იმ მომენტიდან, როდესაც სამყარო დაიბადა და დაიწყო გაფართოება, მეცნიერმა ამ პროცესის შესახებ უკვე საკმაოდ ბევრი რამ იციან, და აზრების პრაქტიკული დადასტურებაც კი აქვთ. წარმოიშვა ნაწილაკები – პროტონები ანტიპროტონები და ნეიტრინო, რომლებიც აქტიურად ეჯახებოდნენ ერთმანეთს და წარმოქმნიდნენ ახალ ნაწილაკებს, მათ შორის ელექტრონებს და პროტონებს. ამ მომენტიდან დაიწყო ნივთიერების ფორმირება (მატერია), რომელიც შემდგომ გახდა სამყაროს საფუძველი. სპეციალისტების დათვლებით, დიდი აფეთქებიდან ორი წუთის შემდეგ უკვე დაიწყო ჰელიუმის ბირთვების ფორმირება, ხოლო რამდენიმე ასეული წლის შემდეგ, როდესაც სამყარომ ასე თუ ისე დაიწყო გაგრილება, მოხდა ჰელიუმის და წყალბადის ატომების ფორმირება. ამ მომენტიდან ნივტიერებამ დაიწყო გამოსხივება, რამაც განაპირობა სამყაროს გაფართოება (როგორც ვიცით, სამყარო მუდმივად ფართოვდება). იმ მომენტში წარმოშობილი გამოსხივების კვალს უწოდებენ რელიქტურ გამოსხივებას, რომლებმაც მიიღეს მიკროტალღოვანი ბუნება და მათი დაფიქსირება შესაძლებელი გახდა ხელსაწყოების მეშვეობით. სამყაროს გაფართოებამ წარმოშვა ნივთიერებების გარკვეული „გუნდები“, რომლებიც შემდგომში წარმოშობილი გრავიტაციის ძალის ზეგავლენით გახდნენ გალაქტიკების მშენებლობის მთავარი საშენი მასალა. დღევანდლამდე სპეციალისტები არ მისულან ერთიან აზრამდე, არის თუ არა ნივთიერების საშუალო სიმჭიდროვე საკმარისი იმისთვის, რომ სამყარო უსასრულოდ გაფართოვდეს. თუ ნივთიერების საშუალე სიმჭიდროვე მეტია გარკვეულ კრიტიკულ ზღვარზე, ეს ნიშნავს იმას, რომ სამყაროს ევოლუციის პროცესი ასე ვთქვათ სასრულია და გარკვეულ მომენტში მისი გაფართოვება შეწყდება, რის შემდეგაც დაიწყება მისი შეკუმშვის პროცესი, რომელიც საბოლოოდ დამთავრდება იმით სადაც მილიონობით წლის წინ ყველაფერი დაიწყო – ერთ წერტილში. დიდი აფეთქების დრეისათვის საყოველთაოდ აღიარებული თეორიის მიხედვით სპეციალისტები სამყაროს ევოლუციის ოთხ ძირითად ეტაპს გამოყოფენ:
ადრონული ერა: ძალიან მაღალი ტემპერატურის და სიმჭიდროვის პირობებში, სამყაროს არსებობის ჯერ კიდევ დასაწყისში მატერია შედგებოდა ელემენტარული ნაწილაკებისაგან, პირველ რიგში ადრონებისაგან. ეს ეტაპი გრზელდებოდა წამის ერთი მეათიათასედის განმავლობაში, თუმცა სწორედ მაშინ იყო ნაწილაკებს შორის ურთიერთქმედება ყველაზე უფრო ინტენსიური (ბირთვული ძალა);
ლეპტონური ერა: ამ დროს ტემპერატურა საკმაოდ მაღალი იყო, იმისთვის, რომ წარმოშობილიყო ელექტრონები პოზიტრონები და ნეიტრინო. სწორედ მაშინ წარმოშვა ე.წ ნეიტრინოს ზღვა, რომლის წყალობითაც დაიწყო რელიქტური გამოსხივება (რელიქტური გამოსხივების შესახებ შეძლებისდაგვარად დეტალურ სტატიას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ);
ფოტონების ერა: ფოტონების ერის დასრულების შემდეგ, როდესაც სამყაროს ტემპერატურამ დაიკლო გარკვეულ მაჩვენებლამდე, ხოლო ნაწილაკები საკმაოდ განცალკევებული იყო ანტინაწილაკებისაგან, დასრულდა დიდი აფეთქების ერთი დიდი ფაზაც. ჯამში ადრონული, ლეპტონური და ფოტონური ერები სამყაროს ერთი მეცამეტიათასედს შეადგენენ.
ვარსკვლავების ერა: ეს არის სამყაროს არსებობის ძირითადი ეტაპი, რომელიც ამ მომენტისტვისაც გრძელდება. ამ ეტაპზე სამყარო ფართოვდება, ნივთიერებები წარმოაქმნიან ვარსკვლავებს, პლანეტებს, მზის სისტემებს, გალაქტიკებს და ა.შ, ასევე სიცოცხლეს.
როგორც ყველა სამეცნიერო თეორიას, დიდი აფეთქების და სამყაროს მომავალი ევოლუციის თეორიასაც ყავს კრიტიკოსები. ყველაზე მეტი კრიტიკა მოდის თეორიის, სამყაროს საწყის მომენტზე. ბევრ მეცნირის კითხვა და კრიტიკა შემდეგია: რა ხდებოდა დიდ აფეთქებამდე? რა ძალები იყო გადასვლის მიზეზი პასიური „არაფრიდან“ აქტიურ სამყარომდე.
თუმცა, ამ კითხვების გარდა საკმაოდაა კითხვები თვითონ სამყაროს ევოლუციის პროცესზე. ბევრს აწუხებს კითხვა იმ მოდელთან მიმართებაში, რომლის თანახმადაც სამყარო ერთი წერტილიდან წარმოიშვა, ენერგიის შენახვის წესის მიხედვით, არც ენერგია და არც ნივთიერება არ შეიძლება წარმოიშვას არაფრისგან. ამას გარდა კრიტიკოსები ამბობენ, რომ სამყაროში არსებობს სითბური ბალანსი, ეს კი მათი თქმით იმას ნიშნავს, რომ მატერია და ანტიმატერია სამყაროში ერთი რაოდენობით არიან წარმოდგენილი, ამის წინააღმდეგ კი მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ სამყაროში არსებობს პლანეტები ვარსკვლავები და ა.შ ანუ მატერიის მეტი რაოდენობაა ანტიმატერიასთან შედარებით. ასევე კრიტიკოსებს აქვთ კითხვები სამყაროს გაფართოებასთან დაკავშირებით მათი თქმით არსებობს „ტექნიკური შეუსაბამობები“. თუმცა ამ მომენტისათვის დიდი აფეთქების და სამყაროს შემდგომი ევოლუციის თეორიის მძლავრი საწინააღმდეგო არგუმნტები არ არსებობს, ასე რომ სამეცნიერო საზოგადოებაში ის მთავარ თეორიად რჩება.
საინტერესო თემაა ბევრი არაფერი ვიცი მარა მემგონი დაგაინტერესებთ!
This post has been edited by assassin_ on 5 Nov 2012, 22:22
მიმაგრებული სურათი