#33925878 · 15 Nov 2012, 18:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ცოტა რთულადაა საქმე.
ჩინეთში იუანი რომ დაეცემა, მართლაც იმპორტი მცირდება და ექსპორტი იზრდება. რადგან ჩინეთი ექსპორტიორი ქვეყანაა, ძლიერი და დამოუკიდებელი ეკონომიკით. ასევე, სამომხმარებლო კალათი მოსახლეობის ძირითადი ნაწილისთვის ჩინური პროდუქციისგან შედგება, რის გამოც იუანის დაცემას მაღალი ინფლაცია არ მოყვება.
ლარი ძლიერ და დამოუკიდებელ ეკონომიკას არ ემყარება. სამომხმარებლო კალათში იმპორტულ პროდუქციას დიდი წილი აქვს. ლარის დაცემა გამოიწვევს გაცილებით უფრო მაღალ ინფლაციას, ვიდრე, ვთქვათ, დოლარის დაცემა აშშ-ში. იმპორტ-ექსპორტის ბალანსი შეიცვლება, მაგრამ ცოტათი. რადგან ჩვენი ექსპორტი მცირე მოცულობისაა და თანაც ნაკლებად ელასტიკური. უცხოეთიდან კი ბევრი ძირითადი მოხმარების საქონელი შემოგვაქვს და მათზე მოთხოვნაც არაელასტიურია. ამიტომ ლარის კურსის დაგდების უშუალო შედეგი იქნება მაღალი ინფლაცია და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუარესება. ექსპორტ-იმპორტის ბალანსიდან გამომდინარე ეკონომიკური ზრდა კი მხოლოდ მეორადი, შედარებით მცირე ეფექტი იქნება. ამიტომაც პრიორიტეტი არის ლარის კურსის სტაბილურობაზე, და არა მის დაგდებაზე. რადგან სტაბილური ლარის პირობებში უცხოური ინვესტიციებისთვის რისკი შემცირდება. დაგდებით კი, როგორც აღვნიშნე, ჯამში უარყოფით შედეგს მივიღებთ.
რა თქმა უნდა, არის მესამე ვარიანტი: ლარის კურსის გამყარება. მაგისთვის ეროვნულმა ბანკმა თავისი სავალუტო რეზერვი ლარებზე უნდა გაყიდოს. მიღებული კურსი იქნება ხელოვნური და დასჭირდება ეროვნულის რეგულარული ჩარევა, სანამ ან სავალუტო რეზერვი არ გამოილევა, ან ვინმე თავში ხელს არ შემოიკრავს და იტყვის, ამას რას ვშვრებითო.
|