ვინ არიან პოლიციის სამმართველოების ახალი უფროსები რეგიონებში
სამშაბათი, 06 ნოემბერი 2012 18:39
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
შსს–ს ცნობით, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა ალექსანდრე ჭიკაიძე; გურჯაანის პოლიციის უფროსად ლევან გენგაშვილი; დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსად ივანე ზურაბაშვილი; თელავის პოლიციის უფროსად გიორგი ღარიბაშვილი; ლაგოდეხის პოლიციის უფროსად გიორგი კლიმიაშვილი; სიღნაღის პოლიციის უფროსად ჯონი ჯოხარიძე; ყვარელში შალვა კბილაშვილი.
მცხეთა – მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა მიხეილ ხორგუაშვილი; ახალგორის პოლიციის უფროსად ზურაბ ჩიტაშვილი; დუშეთში ზაზა კაკაჩია; თიანეთში – მინდია შეთეკაური; მცხეთაში – გიორგი ბუთხუზი; ყაზბეგში – ბაკურ ავსაჯანიშვილი.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა ზურაბ გამეზარდაშვილი; ლენტეხის პოლიციის უფროსად მაიზერ ბაბლუანი; ონში ვიქტორ მეტრეველი; საჩხერეში რევაზ კობახიძე; ქუთაისის საქალაქო სამმართველოს უფროსად თემურ ჩუბინიძე; ჭიათურაში გიორგი ნეფარიძე; ქუთაისში გიორგი მდინარაძე;
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა ნიკოლოზ ბუხურაული; ზუგდიდის პოლიციის უფროსად კობა ხარებავა; მარტვილში დავით გვაძაბია; მესტიაში – ილია გერლიანი; სენაკში გიორგი ხუფაცარია; ჩხოროწყუში ჯუმბერ იზორია; ხობში დავით დარასელია;
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა ვახტანგ ტალახაძე; ადიგენის პოლიციის უფროსად გელა კოხოძე; ახალციხეში – ივანე ბერუაშვილი; ბორჯომში – პანტელეიმონ გვალია;
ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა გელა ბედოიძე; ბოლნისის პოლიციის უფროსად მამუკა რეხვიაშვილი; გარდაბანში დათო ქოიავა; დმანისში – გელა ქურდაძე; თეთრიწყაროში – ჯემალ ჩარექაშვილი; მარნეულში – ტარიელ მაისურაძე; რუსთავში – იოსებ სიგუა; წალკაში – სოსო ენდელაძე;
შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა გიორგი დვალიშვილი; კასპის პოლიციის უფროსად ვალერი ქალდანი; ქურთაში კახაბერ გაბოძე;
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა დავით ცინარიძე; საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსად ალექსანდრე არაყიშვილი; სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორად გია კობაჩიშვილი; მომსახურების სააგენტოს დირექტორად თეიმურაზ კორძაია; თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად მიხეილ ჩიკვაიძე; გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსად გიორგი ტურიაშვილი; დიდუბე – ჩუღურეთში – ირაკლი ქავთარაძე; ძველ თბილისში – ლაშა შალაშვილი; კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორად დაინიშნა ირაკლი ჩიმაკაძე; კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დავით ბედია; ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორად ავთანდილ თაბუნიძე; საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორად ზვიად ქაწაშვილი.
http://ick.ge/ka/rubrics/politics/12869-20...6-14-40-58.html