გამარჯობათ. ბოლო დროს შემაწუხა ავტომობილის ელექტრო ძრავზე გადაყვანის იდეამ. აბა ვინ რა იცით და ვინც ერკვევით, გაგვანათლეთ ჩვენც.
რა ვიცი მე:
1) საჭიროა DC ის ელექტრო ძრავი 72-144 V... იძლევა 144 ვოლტზე 100 ცხენის ძალას.
2) 12 X 12 V აკუმულატორი... რომელიც ალბათ ასე 120 KG გამოვა.
3) სიჩქარის კონტროლერი.
4) დატენვის კონტროლერი.
5) ელექტრო პატარა კომპრესორი ვაკუუმისათვის...
6) ფეჩის პრობლემა მოუგვარებელია ჯერ... ან ელექტრო ფეჩის დაყენება მოგიწევთ ან წყლის მადუღარის 

ვხსნით ძრავს და ძალიან ბევრი მეთოდის გამოყენებით ვამაგრებთ ელექტრო ძრავს გადაცემათა კოლოფზე, ზოგი "ცეპლენიას" ტოვებს, ზოგი აუქმებს....
ვაყენებთ სიჩქარის და დატენივის კონტროლერს და ვაერთებთ აკუმულატორებს....
სულ ეს არის...
როგორც გავერკვიე ბატარიების არასრული დატენილობის შემთხვევაში 30 მილს უპრობლემოდ გადის...
მაქს 8 საათი სჭირდება დატენვას და არის საოცრად ეკონომიური ბენზინთან შედარებით... ან სრულად უფასო ვინც მზის ენერგიის გამოყენებას შეუდგება...
მთავარი პრობლემა არის შორი მანძილები... ანუ ალტერნატიული დენის წყარო არის საჭირო...
ამასაც აგვარებენ... ამის მოგვარების ძიებაში ვარ ახლა... ნუ დაგავიწყდებათ ენერგიის მუდმივობის კანონი და ნუ ეცდებით მანქანაზე ქარის გენერატორის ან ბრუნვითი გენერატორის დაყენებას, ეს ხარჯის მეტს არაფერს მოგცემთ....
ერთ საინტერესო ფაქტს წავაწყდი. როგორც იცით კოჭაში მაგნიტის მოძრაობით შეიძლება ელ. ენერგიის გამომუშავება... ვიღაც ტიპებმა გააკეთეს გენერატორი, რომელიც მაგნიტის მაგივრად იყენებს დედამიწის მაგნიტურ ველს (მიზიდულობას) და დედამიწაზე მოძრაობით გამოიმუშავებენ დენს... საინტერესოა, შეიძლება თუ არა ამ მეთოდის გამოყენებით ელემენტების დამუხტვა...
P.S . ყოველი შემთხვევისათვის მანქანაში პატარა ყვითელი "დვიჟოკი" უნდა გეგდოს... 

რაც შეეხევა წონას... მანქანა მაგრად მსუბუქდება, ეხსნება მაყუჩი, ბაკი, ძრავი... ანუ აკუმულატორები ზედმეტი წონა ნამდვილად არ გამოდის... 
This post has been edited by AnimeR on 12 Oct 2012, 16:35