მოგეხსენებათ ქართველებს გვყავდა ბევრი გამოჩენილი პიროვნება
ვიტყოდი ბევრი გენიოსი, გმირიც კი, თუმცა არ შეგვეძლო მათი დაფასება სანამ ისინი ცოცხლები იყვნენ.
ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ის , რომ ფიროსმანი, ტერენტი გრანელი და კიდევ მრავალი გენიოსი სირარიბეში დაიღუპა და ქართველმა ერმა ისინი ვერ დააფასა
ნათელი მაგალითია სააკაძე რომელიც იძულებული იქნა წასულიყო თავისი ქვეყნიდან
მე ბედნიერი ვიქნებოდი რომ შემეძლოს თქმა თითქოს ეს სნეულება მოიშორა ქართველმა ერმა მაგრამ რა ვქნათ რომ ცხოვრება არ გვაძლევს ამის საშუალებას?
დღეს საქართველოში პატიმარია ბაჩო ახალაია, ადამიანი რომელმაც თავისი ცხოვრება მიუძღვნა საქართველოში დემოკრატიის განვითარებას და კრიმინალის ამოძირკვას
ადამიანი რომლის დამსახურებითაც ჩვენ უშIშრად დავდივართ ღამე ქუჩებშI (უფრო სწორედ დავდიოდით ჩემდა სამწუხაროდ)
აი ახლა ჩემო ძვირფასო ქართველებო გვაქვს შანსი რომ ჩვენი წინაპრების მინუსები პლიუსებად ვაქციოთ და არ დავუშვათ ჩვენთვის ჩვეული შეცდომები.
როგორც გავიგე ხვალ 11 საათზე ეწყობა მსვლელობა ბაჩო ახალაიას გათავისუფლების მოთხოვნით და გროვდება ხელმოწერები.
მე არ ვარ ორგანიზატორი მაგრამ აქ არის ერთი იუზერი
wossapy რომელმაც მგონი იცის ზუსტად რა ხდება და გაგვარკვევს იმედია ამ თემაშიც
ხვალ დავდგეთ ერთად და მხარი დავუჭიროთ ბატონი ბაჩოს გათავისუფლებას ჩემო ძვირფასებო

პატივისცემით
This post has been edited by MeRo on 10 Nov 2012, 12:37