ვერ დაგეთანხმები დავით იმდღეს მთაწმინდის პარკის პრეზენტაცია გავაკეთე ხალხი ზედმეტად კმაყოფილები დამრჩნენ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მოკლე აღწერილობა
ქ. თბილისში მთაწმინდის პარკში განთავსებულ გიგანტური ბორბლის ქვეშ განთავსებულია დარბაზი რომელიც შემოფარგლულია სამი მხრიდან კედლებით ხოლო მეოთხე მხარეს იგეგმება მინის მოძრავი კარებების დამონტაჟება.
აღნიშნული დარბაზისათვის ტექნიკური მახასიათებლებია
• დარბაზის ფართობი 950მ²
• სიმაღლე: 4,5 მეტრი
აღნიშნული დარბაზისათვის ტექნიკური დავალებაა:
• შენობაში მოეწყოს გათბობა, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა.
• შენობა ორიენტირებულია მწეველ მომხმარებელზე.
• საინჟინრო სისტემები მაქსიმალურად მცირე დროში უნდა ახდენდეს ტემპერატურის ცვლილებას.
• სისტემა უნდა იყოს ავტომატიზებული.
• ენერგიის წყაროები არის დენი და ბ-აირი.
• საანგარიშო ხალხის რაოდენობა 750 კაცი.
• მწეველების რაოდენობა 375 კაცი.
• არამწეველების რაოდენობა 375 კაცი.
დავალების შესრულებისათვის გამოყენებული მახასიათებლები:
• შენობის მოცულობა 4275მ ³
• გამოყენებული სტანდარტები ASHRAE 62-1999 და СНиП 41-01-2003
• არამწეველებზე საანგარიშო ჰაერის მოცულობა 1 კაცი = 20მ³ / 1 საათში
• მწეველებზე საანგარიშო ჰაერის მოცულობა 1კაცი =80მ³/1 საათში
• სულ ჰაერის საჭირო მოცულობა 37500 მ³ / 1საათში
• 37500 /4275= 8,7 ჯერადი შენობის მოცულობის ჰაერცვლა 1 საათში.
მიმოხილვა
კომპანია კლიმატ სერვისის მიერ შემუშავებული სისტემით რომელიც შედგენილია დამკვეთის მიერ შედგენილ ტექნიკური დავალების შესაბამისად. სისტემის შემუშავებისას გათვალისწინებული იყო:
• ცუდი ენერგო ეფექტურობა -თბოტექნიკური დაანგარიშების და ანალიზის შესაბამისად შენობას გააჩნია დიდი ენერგო დანაკარგები.
• მოცულობებთან შესაბამისი სწრაფი ენერგო ცვლილებები შენობაში -შენობაში საჭირო ტემპერატურის მისაღებად რამდენიმე საათი.
• ექსპლუატაციისას ენერგიის ხარჯების მინიმიზაცია - ენერგიის წარმოქმნის მაღალეფეტური დანადგარები და ენერგიის ტრანსპორტირებისას მინიმალური ენერგო დანაკარგები
• დამკვეთის მიერ დარბაზის სარგებლობის დაწყებამდე ენერგიის გამოყენების მინიმიზაცია- დარბაზში ტემპერატურის ცვლილებას განახორციელებს ადგილობრივი თბომცვლელები რითიც დაიზოგება ვენტილატორების და ჰაერით ტრანსპორტირებისათვის საჭირო ენერგიები.
• ვენტილაციის სისტემის სიხშირული მართვა- ვენტილატორები იმართებიან სიხშირულად და არა საფეხურებრივად, რითიც შეგვიძლია ზუსტი ჰაერის მოცულობის რეგულირება რაც დამოკიდებულია ენერგო დანაზოგებთან.
• ვენტილაციის სისტემის ორი ავტომატიზებული მეთოდი - ვენტილაცია ცოტა ხალხის რაოდენობის დროს რე ცირკულაცია სუფთა ჰაერის დამატების შესაძლებლობით იმუშავებს რაც განაპირობებს ენერგიის დაზოგვას , აქტიური მოხმარების დროს სისტემა წინ დინებით რეჟიმში გადავა.
• ავტომატური თერმო რეგულირება - თუ მოცულობამ საჭირო ენერგიის რაოდენობას მიაღწია თბომცვლელები ავტომატურ რეჟიმში იმუშავებენ ჩართვა გამორთვაზე.
• შენობის გეომეტრიული ზომები -კომპანიის ინჟინრები შეეცადნენ რომ მაქსიმალურად შეენარჩუნებინათ გიგანტური ჰაერსატარების ფონზე სივრცითი მოცულობის აღქმადობა.
• ვიზუალური მხარე -გამოყენებულია ყველა ის პროდუქცია რომელიც ვიზუალურად არის ერთგვაროვანი ასევე მედეგი და ხარისხიანი
გაფრთხილებთ რომ:
შენობა დამძიმდება საორიენტაციოდ : 40 ტონით
სამზარეულოს ჭერი დაიწევს დაახლოებით : 80სმ ით
გაკეთებული პრეზენტაციის სურათები და მოკლედ ღირებულება გამოვიდა 430 000.
მოვიდა ერთი ტიპი და 75 ად გავაკეთებო

და კონტრაქტი დაუდეს

ფანკოილებს აყენებს 8 ცალს და ეგაა თუ დაგაკლდა ჰაერი ფანჯარა გამოაღეთო. დაეთანხმნენ არადა რესტორნად ან კლუბად შეიძლება გააქირაონ. ვის აქვს დარწმუნების უნარი

)