18 ნოემბერს, რუსთავის ავტოდრომზე ტარდება ტესტ დრაივი. პროგრამაში ჩართული იქნება კიას მინიმუმ 3 ავტომობილი (Picanto, All New Cerato, Spotage), რომელსაც გატესტავენ წინასწარ დარეგისტრირებული მონაწილეები. გამარჯვებული (ორი გამარჯვებული იქნება - ერთი კიას კლიენტი, მეორე ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელსაც ექნება ყველაზე ბევრი ქულა) მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ საჩოგბურთო ჩემპიონატზე გაემგზავრება ავსტრალიაში.
კონკურსში მონაწილეობს შეძლებენ მხოლოდ:
•კია მოტორსის კორპორატიული და საცალო კლიენტები
•კია მოტორსის პარტნიორი ბანკების კლიენტები
•19-20-21 ოქტომბერს ავტოშოუზე მოსული და ტესტ დრაივზე დარეგისტრირებული პირები
•5 სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” კონკურსებში გამარჯვებული
(სულ 160 მონაწილე)
ადგილზევე გაკეთდება კიას უახლესი მოდელების ექსპოზიცია, მსურველები შეავსებენ განაცხადებს ავტოგანვადებაზე, პრომო გოგონები დაარიგებენ სამახსოვრო სუვენირებს, სტუმრებისთვის გახსნილი იქნება მინი კაფე სადაც უფასოდ დარიგდება სასმელები, ასევე იქნება სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები.
სპეციალურად ღონისძიების დღისთვის კია მოტორსი რუსთავის ავტოდრომზე ჩაიყვანს რამდენიმე მოწინავე მოდელს. მათ შორის ფლაგმან მოდელ Sportage-ზე დიზელის ძრავით იქნება აქცია, რომლის ფარგლებშიც $27 000 ნაცვლად მისი ფასი $25 500 იქნება.
მანქანის შეძენის შემთხვევაში, სხვა სიურპრიზებიც იგეგმება,
პირობები დაახლოებით:
სპეციალურად მოწყობილ ტრასაზე გაიმართება შეჯიბრი, რომელშიც მაქსიმალურად ბევრი ქულის მფლობელი გახდება გამარჯვებული. შეჯიბრი არ იქნება სისწრაფეზე, აქცენტი გაკეთდება სწორ მანევრირებაზე და საინტერესო დავალებებზე, რომლის შესრულებაც მოუწევს მონაწილეს.
მონაწილის ასაკი უნდა აღემატებოდეს 20 წელს, უნდა ქონდეს მართვის მოწმობა და უნდა ჰქონდეს ქვეყნის დატოვების უფლება.
პროფესიონალი მრბოლელებისთვის და კიას თანამშრომლებისთვის მონაწილეობა აკრძალულია.
შეიძლება ითქვას, სოც.ქსელი ამ ეტაპზე ერთადერთი წყაროა რომ მონაწილეობა მიიღოთ (თუ რა თქმა უნდა კია არ გყავთ, ან უკვე თუ არ დარეგისტრირდით) და დღეს 6 საათზე გავაკეთებთ ტრივიას. შემდეგ გამარჯვებულს დავარეგისტრირებთ სიაში : )
http://www.facebook.com/kia.georgia
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)