http://www.bexge.com/?p=32ბაჩო ახალაიას და თეა თუთბერიძის სექსი
— by beqex on November 9, 2012
არ შეიძლება,ეს დღე ჩემს ახალგახსნილ ბლოგზე არ დავაფიქსირო. საზ.მაუს წამყვანის ხმამ გამაღვიძა,რომელიც გვამცნობდა,რომ ახალაიას სასამართლო პროცესი დაიწყო,ხოლო გიგი უგულავა მთავრობის სხდომაზე არ დაასწრეს. სხვანაირი დღეა,ნამდვილად სხვანაირი,ბოლო 8-9 წელია, ასეთი სხვანაირი დღე და ასეთი სასიამოვნო მოსასმენი “ნიუსები” არ მსმენია. ალბათ არც არავინ ელოდა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე,რომ ეს დღე დადგებოდა,ნაცებს იმდენად საათივით ქონდათ აწყობილი სისტემა . არ დავიწყებ ახლა იმაზე წერას,თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში,ივანიშვილი რომ პოლიტიკაში არ შემოსულიყო,იმიტომ,რომ ამაზე უკვე დავწერე ადრე.
რაც შეეხება სათაურს,სათაური პირდაპირი მნიშვნელობით რა თქმა უნდა არ შეესაბამება ამ პოსტს,თუმცა,არაპირდაპირი მნიშვნელობით,თეა თუთბერიძე ბოლო რამდენიმე კვირაა ნამდვილად ცდილობს,ბაჩო ახალაიასთან სექსუალური კავშირი დაამყაროს. მან დღესაც მოახდინა ახალაიას თუ მიშას მცირე რიცხოვანი მხარდამჭრების მობილიზაცია და როლანდ ახალაიას მხარდამჭრებიც ჩამოიყვანა 2 ავტობუსით ზუგდიდიდან ბაჩოს მხარდასაჭერად. ფაქტი ისაა,რომ ამ წუთებში ახალაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს,რაც თავისთავად ადასტურებს იმას,რომ ახალი მთავრობა ასრულებს მის დანაპირებს,ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით.
ნაციონალებს კი სულ პატარა რჩევას მივცემდი – გირჩევთ,შეეგუოთ იმას,რომ ძალაუფლება თქვენს ხელში აღარ არის და ვერანაირი პრივილეგიებით ვეღარ ისარგებლებთ,როგორც “პატრიოტული ელიტა”.
This post has been edited by გორდა on 10 Nov 2012, 16:54