გიორგი კალანდაძემ იზოლატორი დატოვა
11:30 10-11-2012
გაერთიანებული შტაბის უფროსმა გიორგი კალანდაძემ გლდანის ციხის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა .
როგორც "ინტერპრესნიუსს" კალანდაძის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განუცხადა, შტაბის უფროსმა საპყრობილე გირაოს - 20 ათასი ლარის გადახდის სანაცვლოდ გამთენიისას დატოვა.
გიორგი კალანდაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს თანხის გადახდა გუშინ შეეფარდა.
მას ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის შესაბამისად, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას გულისხმობს.
კალანდაძე თავდაცვის სამინისტროში 7 ნოემბერს გამთენიისას დააკავეს.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...ori-datova.html