napoკითხვა მაქვს. ის ახალი არ არის, ადრეც დამისვამს.
იმედი რომ არ უნდა დაერბიათ, ამაზე ორი აზრი არ მგონია არსებობდეს და გაპრავების ბრალდებებსაც არ მივიღებ. მაგრამ ჯერ ამ მონათხრობის ეპიზოდი ვნახოთ:
...ამ დროს დაიწყო...... 20.40 იყო სადღაც....
ამ დროს "ქრონიკის" საეთეროსკენ გარბოდა ირინკა ხიზანიშვილი, თუ სწორად მახსოვს - შემოიჭრა სპეცნაზიო. ფანჯარაში გავიხედე -იქვე შესასვლელი ცუდად ჩანდა -ეკლესიის მხრიდან - თან ბნელოდა. გიორგიმ გრიმი მოიშორა უცებ და გასასვლელისკენ წავიდა - მეც გავყევი. -”ქრონიკა” ჯერ კიდევ გრძელდება.
პირველ და მეორე სართულებს შორის სპეცნაზმა შეგვაჩერა - რაღაც ერთწამიანი დუმილი. გიორგიმ ნიღბიანებს უთხრა -დამშვიდდით - დავაწყნარებ თანამშრომლებსო - ერთი წუთი მაცალეთო და საეთერო სტუდიაში შევიდა. სპეცრაზმელები ვერ ხვდებოდნენ ჯერ რა ხდებოდა და არაფერი უთქვამთ. გიორგი შევიდა - მერე შიგნით რაც ილაპარაკა თარგამაძემ ყველას კარგად გახსოვთ. სოფო და ლევანი გამოვიდნენ და სტუდიის კარი ჩავკეტეთ, მე მათ ვუთხარი ქვევით სპეცნაზია და საეთეროში შედით-მეთქი. შევიდნენ და მისი კარიც ჩავკეტე. მე გადავწყვიტე ზევით ავსულიყავი, სადაც ღია ეთერის ჯგუფი - ჩემები იყვნენ - მათ შორის ჩემი მეუღლეც - სოფო ნიკოლაიშვილი. დერეფანში საეთერო ტელევიზორს გავხედე - გიორგი ლაპარაკობდა, ოღონდ ხმა არ მესმოდა - ჯერ კიდევ ეთერში ვართ-მეთქი, გავიფიქრე და კიბემდე მივედი, სადაც ნიღბიანებმა გამაჩერეს. ყველას მობილურები ჩამოართვეს. სად მიგაქვთ-მეთქი - თავის დროზე დაგიბრუნდებათო. გაიგებთო. ზოგი სპეცრაზმის ფორმაში იყო, ზოგი უნიღბოდ, ზოგი ჯინსებში, ყველა ყვიროდა მეოთხე სართული სადააო, ეტობა თარგამაძის ოთახს ეძებდნენ (ეტყობა ვინც მათ ინფორმაცია მიაწოდა უთხრა, რომ გიორგის ოთახი მე-4 ზეაო, არადა მესამეა -ბუფეტი 0 სართულად ითვლებოდა - ამან ცოტა დააბნიათ) და მის ოთახში მყოფ პოლიტიკოსებს. მე იქვე იარაღის მუქარით დამაწვინეს საფერფლესთან -თუმცა ვხედავდი რაც ხდებოდა, ზოგს უმოწყალოდ ექცეოდნენ -ზოგს ასეთ ისე კულტურულად. თარგამაძე და რამდენიმე პოლიტიკოსი ქვევით ჩაიყვანეს, თათია ტიროდა...
და ა.შ.
კითხვა ასეთია:
როგორც ტექსტიდან ჩანს, სპეცრაზმი ტელევიზიაში ლეწვა-ლეწვით არ შესულა. როცა ტელეიმედის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, გიორგი თარგამაძემ უთხრათ, დამშვიდდით, თანამშრომლებს დავაწყნარებო, ისინი გაჩერდნენ და მის ქმედებებს ელოდებოდნენ.
სრულიად უკანონოც რომ ყოფილიყო სპეცრაზმის შესვლა და მაუწყებლობის შეწყვეტის მოთხოვნა, ისინი წარმოადგენდნენ სამართალდამცავ სტრუქტურებს და ლოგიკური იქნებოდა ტელევიზიის მიერ მაუწყებლობის შეწყვეტა, მომდევნო დღეებში კი ამის გასაჩივრება.
თარგამაძემ კი სპეცრაზმი უბრალოდ მოატყუა. დამელოდეთო და სანამ ელოდებოდნენ, მოგებულ ორიოდე წუთში ცნობილი განცხადებები გააკეთა. ამან, როგორც ჩანს, გააცოფა სპეცრაზმიცა და მათი გამომგზავნებიც და ჩაიდინეს ის, რაც ჩაიდინეს და არ უნდა ჩაედინათ.
საინტერესოა, თარგამაძეს რომ მართლაც შეეწყვიტა მაუწყებლობა, როგორც მოსთხოვეს, გაილახებოდა თუნდაც ერთი პირი ტელევიზიაში ან მის გარეთ და გატყდებოდა თუ არა ერთი აპარატი მაინც ტელევიზიაში?
ახლა რაც შეეხება თვით თარგამაძის როლს. რა იყო მისი ეს საქციელი - გმირობა თუ პროვოკაცია? ასეა თუ ისეა, ფაქტია, რომ მართლაც, გუშინ გრეჩიხამ სწორად თქვა: 7 ნოემბერს სამმაგი რტყმევა-დარბევები, სისასტიკის მიუხედავად, პრაქტიკულად ვერაფერს დააკლებდა ნაცების მთავრობის იმიჯს. მაგრამ იმედის დარბევამ, რასაც ჰქვია, დედა უტირა. უმაგისოდ არც გადადგომა დასჭირდებოდა სააკაშვილს, არც ის არჩევნები, თბილისში რომ გრეჩიხამ მოუგო და ა.შ. იმედის დარბევა კი, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, თარგამაძის (გმირობის თუ პროვოკაციის) გარეშე არ მოხდებოდა.
შეიძლება ითქვას, თარგამაძის ქმედების შედეგად ნაცების ხელისუფლება უფრო მეტად შეირყა, ვიდრე მთელი მაშინდელი ოპოზიციის მრავალწლიანი მცდელობით მოხერხდა.
ეხლა გნებავთ ეს ამაგად ჩაუთვალეთ გიორგი თარგამაძეს და გინდა რამე სხვა უფრო გლახა საქციელად.
This post has been edited by Geronti on 8 Nov 2012, 19:17