#33846628 · 10 Nov 2012, 12:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
განვლილ 22 წელიწადში საქართველოს სამი ლიდერიდან და ახლა მეოთხე ბიძინა ივანიშვილი, რომელს ახასიათებს ფეოდალურ-ავტოკრატული მმართველობის სტილი? ან და ხალხის მიდგომა, მისდამი, როგორც ფეოდალისადმი?
ალბათ ყველას გემახსოვრებათ, რომ ზვიადის ბრალს სდებდნენ, მისი სახელის მესიანიზებაში. მართლაცდა ხალხი მას უძღვნიდა ლექსებს, ლოცავდნენ საჯაროდ და ა.შ. ყველა ეს პიროვნება კი ყოველთვის იყო უბრალო, ხშირ შემთხვევაში საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ხალხი, მაგრამ საოცრად ალალი, სულიერად ინტელექტუალი და წრფელი. ვისთვისაც მესიაა ყველა ხელის გამწოდებელი და ქვეყანისთვის მოამაგე. დესტრუქციულმა ოპოზიციამ კი დაიხვია : ზვიადის მომხრეებში ბევრი სოფლელიაო.
ანალოგიურად ითქმის მიხეილ სააკაშვილზეც. ორივე პრეზიდენტი კი ე.წ. ოპოზიციონერების ენით სწორედ, რომ ავტოკრატები იყვნენ.
მაგრამ რა ხდებოდა ედუარდ შევარდნაძის, ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში? ორივე მართლაცდა ფეოდალს, ლექსებსა და "ლოკვაი საკვირველი" (ცVენი ფორუმელის შეფასებით) მასტერ კლასებს უძღვნიან, მაღალი თანამდებობისა და განათლების მქონე ადამიანები. საოცარი, დაუფარავი მლიქვნელობით, წურბელობით, მარაზმით.
თუნდაც გუშინდელი შემთხვევა ავიღოთ. უგულავას არ მიღება, მსგავსი სიტუაციები სამივე პრეზიდენტს უჩვენებია. განსხვავება კი დანარჩენ მოსახლეობაშია. ზვიადისა და მიშას შემთხვევაში მომენტალურად გაზეთები აჭრელდებოდა, თუ როგორი დესტრუქციულია პრეზიდენტი, ხოლო გამოძევებული ლიდერი მაშინვე აქციებსა და მიტინგებს ჩაუდგებოდა სათავეში.
სხვანაირი სურათია ედუარდ შევარდნაძისა და ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში. "ლოკვაი საკვირველი" გრძელდება, როგორც ჩვენს ტვინებში, ისევე მთლიანად საზოგადოებაში.
|