ნუგზარ წიკლაური - პოლიტიკური ავანტიურა და პროვოკაცია შეჩერებულია
17:36 09-11-2012
პოლიტიკური ავანტიურა და პროვოკაცია, რომელიც ჩაფიქრებული იყო ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ალასანიას და თეა წულუკიანის მიერ, არის შეჩერებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაჩო ახალაიას, ზურაბ შამათავასა და გიორგი კალანდაძის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლემ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება შამათავასა და კალანდაძესთან მიმართებაში.
"რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, ამ ორი თვის მანძილზე ვეცდებით, მაქსიმალურად ბევრი მტკიცებულება მოაგროვოს დაცვის მხარემ, რათა არსებით განხილვაზე წარვადგინოთ", - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.
ბაჩო ახალაიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, ხოლო გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავას, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ.
თავდაცვისა და ყოფილი შს მინისტრი ბაჩო ახალია, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე და მე-4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავას უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 7 ნოემბერს დააკავეს.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...cherebulia.html=============
გუშინდელი ნატოს დემარშის მერე(ვიზიტის გადადება),ასევე დიპ კორპუსთან ნაცების შეხვედრის მერე ივანიშვილს,როგორც შეესაბამება პინგვინურად დაფრთხა და უკან წაიღო უკანონო გადაწყვეტილება,რის შედეგადაც განთავისუფლებული იქნა 2 პოლიტიკური პატიმარი გირაოს სანაცვლოდ(მიუხედავად იმისა გირაო ნიშნავს დროებით გამოშვებას,99%-ით ეს 2 პიროვნება გამართლდებიან და თავისუფლება მიენიჭებათ 2 თვის შემდგომ პროცესზე)
გუშინაც ვიძახდი და დღესაც ვიმეორებ,ბიძინას იანუკოვიჩიზაცია არ გამოუვა საქართველოში,პოლიტიკურ დევნას საქართვლოში პირველი დასავლეთი აღუდგება წინ
ახალაიას სქმეც არის სრულიად შეთითხნილი ბრაკდება და 2 თვეში მის გამოშვებასაც ელოდეთ ბიძინისტებო

აბა რაო პინგვინამ,ვერ ვამტკიცებ ბრალდებასო?
ეხლა მაგრად მაინტერესებს ბიძინას 2 ლაქიას,კბილაშვილის და წულიკიანის სიფათები
This post has been edited by DIDGORI-GEO on 9 Nov 2012, 18:02