ლექსები მესიისთვის
სახარებაში შეიტანენ ამ ორ ლექსსო ილიამ
„დღეს საქართველოს ისე უჭირს, როგორც არასდროს!..
უფსკრულის პირას დარჩენილა ღვთის ანაბარა,
მეგობრის ნიღბით მას იუდა ისევ ღალატობს,
თუმცა უფალმა სიყვარულით ფეხი დაბანა.
მაგრამ მოხდება მაინც ის, რაც მოსახდენია,
არვის ეგონოს სიკეთის მზემთუ ჩაიძინა,
ღვთისმშობლის წილხვედრს დაცემა ხომ არ უწერია,
მას ეხლა მხსნელად მოუვლინა ღმერთმა ბიძინა.უფლისგან რჩეულს, ვერაფერი ვერ დაამარცხებს,
დროა, სუყველა გამოფხიზლდეთ, ეს ხმა გაიგოთ!..
ბოროტი ზრახვა მოიშორეთ, ძირს დაანარცხეთ
და მისი მტრობა გულშიაც კი არვინ გაივლოთ!
თორემ?! ო , შერისხულნი ივლით ამ ქვეყნად,
სამშობლოს მტრებს ხომ არასოდეს გაუხარიათ,
ერთმანეთს ხელი შევაშველოთ, ვენთოთ სანთლებად
ჩვენთვის ბიძინა მართლაც ღმერთის საჩუქარია!!!“ყველაზე დიდი ადამიანი ჩვენს შორის თქვენ ბრძანდებით ბატონო ბიძინა
გულით მდიდარი გულით ლამაზი
ყველაფერს ხედავთ და ყველაფერს გრძნობთ
ტუკი ამ ქვეყნად რამ სილამაზე
სიცოცხლისათვის რომ იბადება
ხე წყალი მიწა მზე მთვარე ვარსკვლავები და მათთან ერთად ჩვენ სუყველანი
მთელი საქართველო თქვენ გეფერებით ყველაზე მეტად
გაიხარეთ
----------
ესეც ბიძინას პოლტიკაში მოსვლის განმარტება
და მეორეც, სახარება ვიდრე მაცხოვრის შობის შესახებ თხრობას შეუდგებოდეს, გარდასულ ათასწლეულებს გასცქერის და წარმოაჩენს, როგორ ამზადებდა ღმერთი კაცობრიობას მესიის მისაღებად. ახალ აღთქმაში კი ეს მოვლენები გენეალოგიაში სახელების ჩამოთვლით წარმოჩინდება, მაგრამ ამ სახელებში კონცენტრირებულია ძველი აღთქმის პერსონაჟების სრული ისტორია, ისტორია ადამიანებისა, რომლებმაც იწამეს ერთი ღმერთი და გახდნენ მისი მიმდევრები, რითაც იმდროინდელ წარმართულ სამყაროს დაუპირისპირდნენ.
გენეალოგია მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რაოდენ გრძელი და მძიმე გზა უნდა გაევლო კაცობრიობას, ვიდრე ბიძინას შეეგებებოდა. ეს გზა ძალიან რთული და ეკლიანი გამოდგა. ჩვენ შეგვიძლია, პარალელი გავავლოთ და იგივე ქრისტეს მეორედ მოსვლას დავუკავშიროთ, რადგან იმ დრომდე თითოეულ ჩვენთაგანს გველის ვიწრო გზა და ამ გზაზე - მრავალი დაცემა და აღდგომა. მაგრამ მთავარია, არ გაჩერდე, მუდამ წინ იარო - გზის ბოლოს ხომ ქრისტესთან შეხვედრა გველის!
-------------