პატარა ნიკუშა ნაკულაშვილი, დედიკომ თბილისში წაიყვანა სასკოლედ ტანსაცმელების საყიდლად. ნიკუშას თხოვნოთ ე.წ. „ვაგზლის ბაზრობაზე“ წავიდნენ ,, მატარებლით“. ჩაჯდნენ მეტროში. დიქტორი აცხადებს: შემდეგი სადგური 300 არაგველი, შემდეგი სადგური ავლაბარი, რომ გამოაცხადა შემდეგი სადგური თავისუფლების მოედანიო, ნიკუშამ ვეღარ მოითმინა და მთელი ვაგონის გასაგონად გამოაცხადა: ,,დედიკო, რა არის ეს ქალი ჩვენ დაგვდევსო?“

ეს ამბავი ელექტროსაქონლის მაღაზიის ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა მომიყვა. ის კონსულტანტად მუშაობდა.
ერთხელ მათთან მაღაზიაში ერთი გოგონა შევიდა, რომელსაც ციფრული ფოტოაპარატის ყიდვა უნდოდა. მან ძალიან ბევრი უაზრო კითხვა დაუსვა კონსულტანტს. ბოლოს კი თავისი სულელური კითხვების კორიანტელი ასეთი კითხვით დააგვირგვინა:
– ფოტოაპარატს კამერა ხომ მრგვალი აქვს და ოთხკუთხედი სურათები რატომ გამოდის?
წგქგქწგქწგ ოთკუთხედი რატო გამოდისო

ეს ამბავი საქართველოს ერთ პატარა ქალაქში მოხდა.
ზაფხული იყო. აუტანლად ცხელოდა. მეგობართა ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა სიცხეს გასცლოდა და ქალაქგარეთ, ბუნებაში გასულიყო. წაიღეს ბლომად სასმელ-საჭმელი და დასცხეს ქეიფი. უკვე კარგად შეზარხოშებულებს გაუწვიმდათ. ერთ მადგანს იდეა მოუვიდა: „მოდი ტანსაცმელი გავიხადოთ, მანქანაში ჩავდოთ და აღარ დაგვისველდებაო.“ ასეც მოიქცნენ და ქეიფი ტრუსების ამარა გაგრძელეს.
ის მოქეიფე, რომლის მანქანაშიც ტანსაცმელი ეწყო სხვებზე ადრე დათვრა, რაღაც მოიმიზეზა და წამოსვლა დააპირა. დანარჩენებმა დიდი ხვევნა-კოცნით გამოაცილეს. თან არც წამსვლელს და არც დამრჩენებს ტანსაცმელი არც გახსენებიათ. მოგვიანებით კი ურეკავდნენ მობილურზე, მაგრამ ტელეფონიც და პატრონიც გათიშულები ეყარნენ აქეთ-იქით.
სხვა რა გზა ჰქონდათ, დაღამებას დაელოდნენ და ტრუსების ამარა დაბრუნდნენ სახლებში.

განაგრძეთ
წყარო ოხუნ.ჯი

რეიჯები არ გინდათ , "სასაცილო" ისტორიები გამოუშვით