
მოგესალმებით ყველას. ამ სურათზე გამოსახული დესკი ალბათ ყველას გაქვთ ნანახი და დარწმუნებული ვარ რომ ბევრს გაგჩენიათ სურვილი ამის გაკეთების, ეს სურათი დიდი ხნის წინ ვნახე და ძალიან მინდოდა ესეთი თუ არა ამდაგვარი რამე გამეკეთებინა თუმცა ვერასდროს ვერ ვახერხებდი სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ ძირითადი მიზეზი ის იყო რომ ჩემი ჭკუის ვერავინ ვერ ვნახე

თუმცა ვინც ეძებს ის ყოველთვის პოულობს და გავიცანი ერთი ადამიანი gio_123 (ჩემი ჭკუის, ფორუმელი) რომელთანაც ერთად მოხდა ამ ყველაფრის დაგეგმვა და გაკეთება, ბევრი ვარიანტი გავიარეთ ბევრზე ვიფიქრეთ და როგორც იქნა ჩამოვყალიბდით.
ცოტა რამ დესკის შესახებ:
თვიტონ ეს დესკი არის შეკრული რკინისგან და ძალიან სერიოზული ნამუშევარია, იყო ვარიანტი რკინისგან შეკვრის მაგრამ გადავიფიქრეთ ზედმეტი სირთულის გამო, ბევრი იტყვის რომ რა იყო ამაში რთული მაგრამ მერწმუნეთ არც ისეთი ადვილია როგორც გგონიათ, 3 ვარიანტი იყო, რკინა, ლამინატი და დუბონდ, რკინა გამოირიცხა და არჩევანი იყო ლამინატსა და დუბონდს შორის, დუბონდ კარგი ვარიანტი იყო როგორც სამუშაოდ ასევე ფასის მხვრივ მაგრამ მისი არასიმყარე და ცოტა სტრანნი ეფექტი ვგულისხმობ სახლის პირობებს მოგვეჩვენა ცუდ ვარიანტად და ვარჩიეთ ლამინატი. მოხდა ფერის შერჩევა და გაკეთდა მაგიდა, ასევე რკინის კარკასი, არადამთავრებულზე ცოტა საეჭვო დიზაინი აქვს და სავარაუდოდ მოხდება ფერის შეცვალაც მაგრამ საბოლოო ჯამში ალბათ კარგი გამოვა, ვნახოთ, ჯერ არც მე მომწონს.
ეფექტები:
გადაწყდა ეფექტების გაკეტება წითელ ფერში, წიტელი ფანები, წყლის გაგრილება წითელ ფერში. ასევე გაკეტდება ბევრი რამ რასაც არ დავწერ და სურპრიზად დავტოვებ

ჰარდი:
ჰოო ამას რაც შეეხება რავიცი, სუპერ კომპის კონფიგი არ გამოდის მაგრამ რაც არის საკმარისი იქნება, თუმცა მისი აფგრეიდი მოხდება ნელ ნელა.
M/B - Asus Maximus IV Extrime
CPU - Intel I5 2550k (ინტ.გრაფ. ბირთვის გარეშე)
RAM - G.Skill Sniper 8GB 2133
Video - GTX 560 TI x2 SLI
PSU - GX-series 750W Cooler Master (დამატებით კიდევ ერთი კვების ბლოკი)
SSD - OCZ 120GB
HDD - Seagate 1TB 7200RPM (სავარაუდო)
Cooling - წყლის გაგრილება
ეს არის სავარაუდო კონფიგი, მომავალში მოხდება მისი აფგრეიტი, წყლის გაგრილება ჯერ ჯერობით არის მხოლოდ და მხოლოდ პროცესორზე, ვიდეოს აფგრეიტის შემდეგ უკვე დაემატება თავისთავად ვიდეოს და ჩიპსეტის და ოპერების გაგრილება. გამომდინარე იქიდან რომ ბიუჯეტი დიდი არ გვქონდა შესაბამისად მოხდა თანხების გადანაწილება. რომ ყველაფერზე გვყოპნოდა და რაც მთავარია ისე გაგვეკეთებინა რომ მომავალში ყოფილიყო აფგრეიტის საშუალება.
მოკლედ ბიჭებო ბევრ რამეს ვერ დავწერ, გამომდინარე იქიდან რომ ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი და შესაცვლელი და ზუსტად ყველაფერს ვერ გავიხსენებ და ვერ ჩამოვაყალიბებ აქ, იმიტომ რომ ბევრი რამე თვიტონ კეთების პროცესში წყდება და წინასწარ ბევრ რამეს ვერ ვთვლით.
ეტაპობრივად მოხდება ყველა სურათის და იდეის დადება აქ და თქვენთან ერთად ამ ყველაფრის გაზიარება.

ეს ჯერ კარკასია. გარედან ბევრი რამე უკეთდება, ნელ ნელა დავამატებ სურათებს.











მოკლედ ეს მცირე ჩამონათვალია იმისა რაც კიდევ არის ჩამოსასვლელია და გზაშია და დამეზარა ატვირთვა