მოკლედ 4x4 ის ყიდვა მიდოდა, მარა ძაან ძვირებია, ჰოდა ჩვეულებრივი წინა წამყვანიანი გადავწყვიტე ვიყიდო
არჩევანს ვაკეთებ ორ მანქანს შორის
1) დაახლოებით 2000 წლიანი VW პასატი უნივერსალი 1.9 TDI
2) დაახლოებით 2000 წლიანი VW გოლფ IV უნივერსალი 1.9 TDI
მობილ.დე ზე დაახლოებით იგივე ფასები ღირს. 1500 ეუროდ იშოვება ორივე
წვაში მინიმალური სხვაობაა ერთიდაიმავე ძრავზე (0.1- 0.3 ლიტრი) ანუ იგივეს წვავს თითქმის....
პასატის + ები:
* ტევადია უფრო
* მდიდრული დიზაინი აქვს უფრო
* უფრო კომფორტულია
მინუსები:
* დიდია უფრო და ქალაქში მოუხერხებელი იქნება შედარებით
* კლირენსი 11სმ, (გოლფს 13სმ აქვს)
* შედარებით რთული კონსტრუქცია აქვს და სავარაუდოდ ნაწილებიც არ ეღირება გოლფივით 10 ლარი

გოლფის + ები:
*მაღალი კლირენსი აქვს შედარებით (13სმ. რაც პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია)
*ნაწილები იაფი ღირს პასატტან შედარებით ალბათ
*მოსახერხებელია ქალქში ზომის გამო
მინუსები:
ის რაც პასატის პლიუსებია, მაგრამ დიდად პრიორიტეტული არაა ჩემთვის პასატის პლიუსები
მოკლედ ასეთი დილემა მაქვს და რა ვქნა არ ვიცი. კლირენსის გარდა ძირითადად ნაწილების ფასზე ვაკეთებ, გოლფ 3 მყავს და მაგაზე მუქთა რამე არ არსებობს. გოლფ IV იც იგივე მგონია. აი პასატი არ ვიცი როგორაა..... იქნება მIთხრათ......
გოლფი მირჩევნია თითქოს, მარა ერთი ეგ მაჩერებს რო გოლფის ფასად პასატი ანუ უფრო მაღალი კლასის მანქანა მომდის...
This post has been edited by MAMAO NUGZARI on 14 Nov 2012, 00:03