Hamachi (მანუალი)მინდა მოგაწოდოთ მცირე მანუალი პროგრამა Hamachi–თ სარგებლობის შესახებ:
ვისაც არაფერი სმენია ამის შესახებ ერთი–ორი სიტყვით მოვახსენებ: ეს არის პროგრამა, რომელიც გვეხმარება ისეთი თამაშები ვითამაშოთ ინტერნეტში, რასაც არ გააჩნია ან ფასიანი აქვს ონლაინ გეიმპლეი. ეს პროგრამა ქმნის ე.წ. VPN (Virtual Private Network), რომელშიც ჩვენს აიპიებს გააერთიანებს და მეგობარის კომპიუტერს, რომელიც სულ სხვაგანაა ჩართული ინტერნეტში დავინახავთ როგორც ლანში (ანუ ქსელში). ეს პროგრამა იმითაა კარგი, რომ ადამიანს არ ჭირდება VPN–ის გამართვაზე ზრუნვა, იგი ინსტალაციისას თვითონ მართავს ქსელს, განიჭებთ IP–ს და ეშვება კონსოლში, ასევე მოითხოვს მცირე რესურსებსაც. მაგალითისთვის, ისეთი თამაშები, რაც ლან–ში თავისუფლად ითამაშება, ახლა შეგვიძლია ვითამაშოთ ინტერნეტითაც.
სურათზე მოცემულია ამ პროგრამის სამუშო არე:
დაყენების შემდეგ, უნდა დაააჭიროთ 1–ით აღნიშნულ ღილაკს, რომელიც გამოგიტანთ ფანჯარას, რომელში უნდა ჩაწეროთ ის სახელი რომელსაც თქვენ ირჩევთ ჰამაჩის ქსელში, ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ ჰამაჩი თქვენ მოგანიჭებთ უნიკალურ მისამართს და ჩაგრთავთ ჰამაჩის ქსელში.
მოხმარების შემდეგი ეტაპი არის პრივატული და კერძო ქსელის შექმნა, რომელსაც მიუერთდებიან თქვენი მეგობრები. ღილაკ 2–ზე დაჭერით ჩნდება ქვემენიუ, რომელიც სურათზეა მოცემული, პირველი აღნიშნავს ქსელის შექმნას თქვენს მიერ, ხოლო მეორე უკვე არსებულ ქსელთან მიერთებას. თუ დააჭერთ პირველ არჩევანს, მაშინ თქვენს ეკრანზე გამოჩნდება ფანჯარა, რომელშიც უნდა შეიყვანოთ ახლად შესაქმნელი თქვენთვის სასურველი ქსელის სახელი და პაროლი, რომელსაც შემდგომ თქვენს მეგობრებს გაუზიარებთ. მაგალითად, თუ შეიყვანთ:
Network name: legvi
Network password: legvi
თქვენს ჰამაჩიში გაჩნდება ახალი ქსელი (311ა–ს მსგავსი), რომელსაც ერქმევა ლეღვი.
თუ თქვენ გნებავთ მეგობრის ქსელთან მიერთება, მაშინ გაიგეთ მისი ქსელის Network name: და Network password, რის შემდეგაც შეიყვანეთ იგი ქვემენიუს მეორე არჩევანზე დაჭერისას გამოსულ ფანჯარაში.
რაც შეეხება დანარჩენს, ქსელზე და მომხმარებელზე მაუსის მარჯვენა კლავიშის დაჭერით შეგიძლიათ გასინჯოთ პინგი, ჩართოთ–გამორთოთ ჰამაჩის ქსელი, ეჩეთაოთ მეგობრებს და ა.შ.
ამ პროგრამის ერთ–ერთი გადმოსაქაჩი ბმულია:
http://dw.com.com/redir?edId=3&siteId=4&oI...4-10633554.htmlოფიციალური ვებ–გვერდი:
http://www.hamachi.cc/ამ პროგრამას ქართული ვერსიაც აქვს (მართალია, მისი ბმული არ მახსოვს ), ამიტომ ისიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
აბა, წარმატებები და შეკითხვებისთვის შეგიძლიათ აქ დაპოსტოთ.
P.S. ჩემი რჩევაა ჰამაჩის ქსელზე გამორთოთ Firewall, თუ ის გაქვთ დაყენებული. მისი გამორთვა ჰამაჩს ქსელზე შეგიძლიათ აქედან: Control Panel, Windows Firewall, Advanced Tab, Hamachi–ის მოუშალეთ პტიჩკა, OK და ეგაა.
P.P.S. aliases.txt-ს შესახებ:
1.0.2.0. ვერსიის მერე ეს აღარ გამოიყენება, ამის მაგივრად აჭერთ მარჯვენა მაუსის ღილაკს და მენიუდან შედიხართ აქ: Advanced. მანდედან ხდება ალიასების მინიჭება IP-ებისათვის. smile.gif
თუ ეგ არ ჩანს, შედიხართ ჰამაჩის ნასტროიკებში, მერე აჭერთ "Window", მოუნიშნავთ პწიჩკას ამას: "Show 'Advanced...' menu peer item" და დააჭერთ OK.
@ Irakli, salvatore
This post has been edited by TAZ on 17 Sep 2010, 12:22
მიმაგრებული სურათი