#33930693 · 15 Nov 2012, 23:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ალფავიტს მოვყვეთ და ერთად შევავსოთ
A fortiori - დასკვნა ჭეშმარიტია a fortiori თუკი წინაპირობა ტრივიალურად მართალია მაგალითად : ყველა ადამიანი მოკვდავია a fortiori სოკრატე მოკვდავია
A posteriori - a posteriori შეხედულება დაკვირვების შედეგად მიიღება. მაგ : ადამიანები ძუძუმწოვრები არიან.
A priori - a priori შეხედულება არ მიიღება დაკვირვების შედეგად. მაგ : უცოლოები არ არიან დაქორწინებულნი
Abduction - ეს არის აზროვნება სადაც მოაზროვნე ცდილობს გაარკვიოს სიმართლე გარკვეული სხვადასხვა ახსნა განმარტებით რომელიც ლოგიკურ პასუხამდე მიიყვანს მაგ :როდესაც ჯონის სახლში სინათლე ინთება ვხვდებით რომ ის მოვიდა.
Abstract entities - ის რაც დროსა და სივრცის გარეთ არსებობს
Absurdism -ეს არის შეხედულება,რომელიც ადამიანის მიერ ცხოვრების აზრის ძიების პროცესს უწოდებს აბსურდს რადგან ეს შეუძლებელია
Accidentalism - შეხედულება რომლის მიხედვითაც ყველა მოვლენას არ აქვს მიზეზი
Acosmism - შეხედულება რომლის მიხედვითაც სამყარო ილუზორულია და მხოლოდ ღმერთია ჭეშმარიტება
Ad Hominem - ეს შეტევის ერთ ერთი ფორმაა რომელსაც ნიცშე ხშირად იყენებდა... აქ ფილოსოფოსი უტევს ფილოსოფოსის აზრს არა პირდაპირ არამედ ფილოსოფოსის პიროვნებიდან ... მაგალითად სოკრატე ამბობდა რომ სიცოცხლე ტანჯვაა, სოკრატე მახინჯი იყო და ეს იყო ამის მიზეზი
This post has been edited by Swanton999 on 15 Nov 2012, 23:28
|