რეალურად დღეს ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გზა დილემის წინაშე დგას:
1. ან უარს ვამბობთ დღეს და ზოგადად მომავალშიც დამნაშავე პოლიტიკოსების დაკავება-გასამართლებაზე და მომავალშიც არავის პასუხისმგებლობას არ მოვთხოვთ (ვგულისხმობ პოლიტიკოსებს),
2.ან ვირჩევთ ევროპულ გზას, სადაც პასუხისმგებლობა შირაკ და ბერლუსკონისაც მოთხოვეს და ახლა რიგში სარკოზი დგას.
სამწუხაროდ, ე.წ ნაცოპოები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მეორე, ევროპულ გზას.
იმის მაგივრად, რომ დაგმონ თავიანთი დამნაშავე ლიდერები, დემაგოგობენ (თან უნიჭოდ) რაღაც პოლიტიკურ დევნაზე.
მე და საზოგადოების უმრავლესობა კი ვირჩევთ ევროპულ გზას, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ინდულგენცია არავის აქვს მინიჭებული.
ისტერიჩკა ფსევდო-არავისტებს, პირველი ოქტომბრის შემდეგ რომ უცებ ფერი იცვალეს, ვთხოვ არაფერი დაწერონ, თორემ გული ამერევა
This post has been edited by Antonioni on 14 Nov 2012, 23:18