#33905928 · 14 Nov 2012, 12:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძვირფასო იუზერებო, ცოტა ხნით მომაქციეთ ყურადღება, თან ეგება რაიმე რჩევაც მომცეთ.
ეხლა, რაშია საქმე - ადამიანმა დაცემის შედეგად მოიტეხა ფეხი ტრამვატოლოგები მე-5 კლ. საავადმყოფოდან იძახიან, რომ აუცილებელია რაღაც ძვირადღირებული ოპერაცია და ე.წ. სპიცების დაყენება....
მაგრამ ეს პიროვნება (ავადმყოფი) არის ერთი მარტოხელა ახალგაზრდა, რომელსაც გარემოებათა ტრაგიკული განვითარების შედეგად ისე წაუვიდა საქმე, რომ თითქმის აღარავინ დარჩა ახობელ-ნათესავთაგან ამ ქვეყანაზე თან უმუშევარი და აკლოჰოლიზმით დაავადებულია.... მოკლედ, არავინა ჰყავს ოპერაციის ფულის გადამხდელი და შემდგომი საავადმყოფო-დღეებისა და რეაბილიტაციის დამფინანსებელი... ხოდა, რა მაინტერესებს მედიცინაში ჩახედული ხალხისგან - არსებობს რაიმე გამოსავალი, ან სახელმწიფო პროგრამა ან საქველმოქმედო სამკურნალო დაწესებულება, საცა ხელს გაუმართავენ ასეთ ავადმყოფს ?!
არ ვიცი, როგორ მოვიქცეთ, ჩვენც ვინც გადავწყვიტეთ რამენაირად ხელი შევუწყოთ ამ ადამიანს, არ აღმოგვაჩნდა ამდენი სახსრები, ავადმყოფის მეზობლებში რომ მიმოვიკითხეთ, მასზე უფრო ფინანსურად გაჭირვებული ხალხი შეგვრჩა ხელთ...
არის ამნაირ დროს რაიმე საშველი ევროპულ და დემოკრატიულ საქართველოში ?
რა ჯანდაბა უნდა ვქნათ ?....
ეგებადა იცით ვინმემ, სად ვეძებოთ გამოსავალი...
--------------------
si deus nobiscum quis contra nos !
- რატომ არ მომკალი, ჟან ვალჟან ? - შენ მკვდარი ხარ, ჟავერ ! (© Victor Hugo)
Нам грубиянов не надо. Мы сами грубияны ! ! ! (© Остап-Сулейман-Берта-Мария-Бендер-Бей)
გასკდით გულზე, მე ცოცხალი ლეგენდა ვარ, თქვენ კი ვირტუალური მუტლები. © ზარატუსტრა
|