თუ კონკრეტულ საქმეზე იურისდიქცია აქვს როგორც იუგოსლავიის ტრიბუნალს (ICTY), ასევე საერთაშორისო სისხლის სასამართლოს (ICC), რომელს მიენიჭება უპირატესობა და რომლის განსჯადობის ქვეშ მოექცევა ეს კონკრეტული საქმე?
ანუ ივარაუდეთ, რომ ერთსა და იმავე დროს (და ერთსა და იმავე იმავე საქმეზე) როგორც ტრიბუნალის, ასევე სასამართლოს მიერ იურისდიქციის განხორციელებისთვის საჭირო ელემენტები სახეზეა და თეორიულად ორივეს შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება ამ საქმეზე.
თქვენ უნდა განსაზღვროთ, რომელს (ტრიბუნალს თუ სასამართლოს) მიენიჭება უპირატესობა და შესაბამისად, რომელი აღასრულებს იურისდიქციას ამ კონკრეტულ საქმეზე.
დამეხმარეთ