#41888757 · 8 Aug 2014, 23:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ცოფი ან ჰიდროფობია (ლათ. rabies — სიგიჟე) ტეტანუსთან ერთად მწვავე ქირურგიული სპეციფიკური ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე, აღუდგენელი დაზიანებით და, როგორც წესი, სიკვდილით მთავრდება. მისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) აცრების დროული და კვალიფიციური ჩატარებაა, გამოცდილი ქირურგ-რაბიოლოგის ზედამხედველობით.
სხვა ინფექციური დაავადებებისაგან განსხავებით ცოფი თითქმის არ ვრცელდება, რადგან ამ დაავადების თანამედროვე სპეციფიკური პროფილაქტიკის მეთოდი ძლიერ ეფექტურია და ავადობის შემთხვევები გვხვდება მხოლოდ იმ პირებში, რომლებსაც არ ჩაუტარებიათ ანტირაბიული აცრები, ან ჩაიტარეს, მაგრამ არასრულყოფილად.
დაავადებული ცხოველი განსაკუთრებულად აგრესიულია, პირიდან სდის დორბლი და შეიძლება ეცეს ადამიანს პროვოცირების გარეშეც.
იშვიათად, მაგრამ ვირუსით დაინფიცირება შეიძლება საჰაერო გზებითაც სხეულის ლორწოვანი გარსის გავლით. მსგავს შემთხვევებს შეიძლება შევხვდეთ ძირითადად გამოქვაბულებში, სადაც ბუდობენ ცოფით ინფიცირებული ღამურები.
გაცილებით იშვიათია ადამიანებს შორის ურთიერთდაინფიცირება. ცოფით დაავადებული ადამიანის უხვი ნერწყვით დაზიანებული საფარვლის ინფიცირების შემდეგად დასაშვებია ერთი ადამიანიდან მეორეზე ჰიდროფობიის გავრცელება, რის გამოც უნდა ჩატარდეს ანტირაბიული პროფილაქტიკური მკურნალობა. ძალზე იშვიათია ორგანოთა გადანერგვისას დაინფიცირების შემთხვევები.
სიმპტომები
დაავადებული ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი სიმპტომია — წყლის შიში(აქედან მოდის სახელი — ჰიდროფობია) საყლაპავი კუნთების თანმხლები სპაზმებით: საკმარისია წყლის ან საჭმლის დანახვაც, რომ ეს შეუძლებელს ხდის დაავადებულისთვის ერთი ჭიქა წყლის მიღებასაც კი.
არა ნაკლებ მნიშვნელოვანია აეროფობიის სიმპტომი — ჰაერის მცირე მოძრაობაზეც კი კუნთების რეფლექსური სპაზმი. სახასიათოა ასევე გაძლიერებული ნერწყვის და ცრემლის გამოყოფა, ზოგიერთ პაციენტს გამუდმებით სდის ნერწყვი პირიდან თხელ ნაკადად.
დაავადებიდან მე–2 მე–3 დღეს მეტყველება გაუგებარი ხდება, ჰალუცინაციების შედეგად ავადმყოფი ადგილს ვერ პოულობს, აგრესიულია და ცდილობს სადღაც გაიქცეს.
როგორც წესი დაავადების გამოვლენა ლაბორატორიულ დამოწმებას არ საჭიროებს, თუმცა ეს შესაძლებელია, მათ შორის ბოლო დროს შემუშავებული მეთოდითაც: თვალის გარსიდან აღებული ნაცხში ხდება ვირუსის ანტიგენის აღმოჩენა.
(ც) ვიკიპედია
ჩემი აზრით ცოფი ძალიან საინტერესო მოვლენა არის, ჩემს ბავშვობაში მახსოვს ჩემს თანატოლს ცოფიანმა ძაღლმა უკბინა, ბავშვი ძაღლივით იქცეოდა ყეფდა, ყმუოდა სუნებზე საშინელი რეაქცია ჰქონდა, ხალხის დაკბენას ცდილობდა. მას შემდეგ ბევრჯერ მიფიქრია ამ გოგონაზე მაინტერესებდა ,,რატომ გახდა ძაღლი'' (არ ვიცი სხვა რა დავარქვა მაგ მოვლენას)
რის გამო ხდება რომ მსხვერპლის აგრესორს ემსგავსება? ცოფის ადამიანში კარგად მიძინებულ ცხოველს აღვიძებს თუ რა ხდება?
--------------------
meteo.gov.ge
|