ხშირია windows-ის დისკზე ჩაწერის პრობლემა.
nero-ს და ashampoo–ს მე ultraiso ვამჯობინე და რატომ:
1) მარტივია სულ 2–3 წკაპი და საინსტალაციო დისკი მზადაა
2) ძირითადად ინტერნეტში დევს iso საინსტალაციო ფაილი.
როცა ultraiso არ გვაქვს კომპში გადმოწერილი ფაილი ჰგავს დაარქივებულს, ახდენენ ამოარქივებას
მერე დისკზე ჩაწერას(NERO-ს საშუალებით) და იწყება: "3 დისკი გავაფუჭე", "რატომ ვერ ვაინსტალირებ"
"HELP PLZ" და ა. შ.
3)თუ კომპში გვაქვს ULTRAISO გადმოწერილ ფაილს აქვს cd დისკის სახე და შანსი არაა
ვინმემ ასეთ ფაილს ამოარქივება (და სხვა ჩალიჩები) დაიწყოს, ამის შედეგად ვზოგავთ ნერვებს და დისკებს.
ვიწყებთ:
a)მაუსის 2 წკაპი გადმოწერლ საინსტალაციო ფაილზე და გაიხსნება ultraiso–ში
b)მოვძებნოთ BURN CD/DVD IMAGE წკაპი და გამოტანილ ფანჯარაში მოვძებნოთ Write speed, ჩაწერის
მინიმალური სიჩქარე ავირჩიოთ X4, X8 ან X10 რის საშუალებასაც დისკი მოგვცემს
იმ შემთხვევაში თუ საინსტალაციო ფაილის ზომა 650mb-ზე მეტია მოვნიშნოთ 703mb, 791mb და ა.შ.
c) მოვძებნოთ და მივცეთ BURN, 5 წუთში დისკი მზადაა.
მიაქციეთ ყურადღება: დისკი თუ არის თვითჩამტვირთავი(BOOTABLE). image ველში უნდა ეწეროს BOOTABLE CD/DVD
(როგორც წესი ამას თავისით ახდენს ultraiso)
გარდა ამისა ამ პროგრამით შეიძლება:
ვირტუალური დისკის შექმნა, კონვერტირება და ა.შ დარწმუნებული ვარ ამ ფუნქციებს თვითონ გაართმევთ თავს.
აქვს მრავალენოვანი მხარდაჭერა.
p.s თუ რამე უზუსტობა შენიშნეთ, ჩაასწორეთ და დავეხმაროთ ერთმანეთს
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)