მაგალითად:
ტარკოვსკის "იდიოტი".
დოსტოევსკის რომანის ეკრანიზაცია რომლის გადაღებაც,რეჟისორის სიკვდილის გამო,ვერ მოხერხდა.
დრეიერის "იესო".
ფილმის მიზანი უნდა გამხდარიყო იესო ქრისტეს ადამიანად წარმოსახვა და მის მკვლელობაში ებრაელების წვლილის გაქარწყლება.
ჰერცოგის "მექსიკის დაპყრობა".
აცტეკების თვალით დანახული იმდროინდელი მოვლენები.ჰოლივუდის კინოსტუდიების ინტერესთა სფეროში ვერ მოხვდა.მიზეზი - არარენტაბელური ხარჯები.
ბრესონის "დაბადება".
ბიბლიის ეკრანიზაცია.ფილმის შექმნა დინო დე ლაურენტისის პატრონაჟით იგეგმებოდა - შეთანხმებაც მიღწეული იყო.
რეჟისორმა პროექტი რამდენჯერმე მიატოვა,ერთ-ერთ ინტერვიუში მიზეზად ცხოველების მიერ დავალებების შეუსრულებლობა დასახელდა

კუროსავას "წითელი სიკვდილის ნიღაბი".
ედგარ ალან პოს მოთხრობის თავისუფალი ეკრანიზაცია.
ფელინის "მასტორნას მოგზაურობა".
ბუნუელის "ბერნარდ ალბას სახლი".
ხოდოროვსკის "დიუნა".
ლინჩმაც ვერ ივაჟკაცა სამწუხაროდ.
გილიამის "კაცი რომელმაც დონ კიხოტი მოკლა"
ორსონ უელსის "წყვდიადის გული".
კონრადის რომანის ადაპტაცია.გადაღებების შეწყვეტის მიზეზი,საჭირო დეკორაციებისა და სპეცეფექტების გათვალისწინებით,ამ შემთხვევაშიც ფინანსებთან არის დაკავშირებული.უკვე შემდგომ წლებში წიგნის მოტივებზე შეიქმნა ისეთი შედევრები როგორიცაა: "აგირე - ღვთის რისხვა" და "აპოკალიპსი ახლა".
კუბრიკის "ნაპოლეონი".
"კოსმოსური ოდისეის" წარმატების შემდეგ გადაწყდა ამ ფილმის გადაღება,მთავარი როლი ნიკოლსონს უნდა ეთამაშა.
კუბრიკის "პინოკიო".
ბრაიან ოლდისის მოთხრობის განვრცობილი ვარიანტი.რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ,მეგობარს თხოვნა სპილბერგმა აუსრულა და ფილმი ეკრანებზე "ხელოვნური ინტელექტის" სახელწოდებით გამოვიდა.
კუბრიკის "ცალთვალა ვალეტები".
რეჟისორის შემცვლელად მარლონ ბრანდო მოგვევლინა.
კუბრიკის "არიული დოკუმენტები".
ისტორია პოლონელ ებრაელებზე ჰოლოკოსტის დროს.
პროექტზე მუშაობის შეჩერების მიზეზი "შინდლერის სიაა".
ეიზენშტეინის "ამერიკული ტრაგედია".
დრაიზერის რომანის ადაპტაცია,შეჩერების მიზეზი - მომავალი ფილმის ღრმადეპრესიული თანმსდევი აურა,რომელიც მაყურებელს,წინასწარი განსჭვრეტით,ვერ მოეწონება.
ალან რენეს "გარი დიქსონის თავგადასავალი".
ფილმისთვის მუსიკა შტოქჰაუზენს უნდა შეექმნა.
ჰიჩკოკის "კოლეიდოსკოპი".
ანტონიონის "ფოტოგადიდების" ნახვის შემდეგ ჰიჩკოკმა დაასკვნა,რომ ის იტალიელებს ტექნიკურ საკითხებში ძლიერ ჩამორჩებოდა.ამის შემდეგ შეიქმნა სცენარი და ე.წ. რასკადროვკა ჰომოსექსუალ სერიულ მკვლელზე,ფერებისა და კამერის პოზიციის ექპერიმენტებზე არაერთი საათი შეალია რეჟისორმა,თუმცა ასეთი პროვოკაციული ხასიათის სცენარით ფილმის გადაღების დაფინანსებას ვერავინ გაბედავდა,დიდი ძალისხმევის მიუხედავად ფილმი ვერ შედგა.
სერჟიო ლეონეს "ლენინგრადი - 900 დღე".
ფილმის გადაღების სურვილის აღმძრელად შოსტაკოვიჩის ლენინგრადის სიმფონია გვევლინება.მთავარ როლში - დე ნირო,კომპოზიტორად - მორიკონე.
პროდიუსერების ნებართვის არ ქონის გამო გადაღებები საბჭოთა კავშირში ვერ შედგა.
მალიკის "კინომოყურებელი".
პერსი უოკერის რომანის ეკრანიზაცია.
ვისკონტის "დაკარგული დროის საძებნად".
სილვანა მორგანო,ალენ დელონი,დასტინ ჰოფმანი,მარლონ ბრანდო და ა.შ.
სკორსეზის "გერშვინი".
ამერიკელი კომპოზიტორის ბიოგრაფიული ფილმის,შრედერის სცენარისტობით.
"ბეჭდების მბრძანებელი" ბიტლზის წევრებით მთავარ როლში,რეჟისორებად სხვადასხვა დროს სახელდებოდნენ კუბრიკი.ლესტერი,ბურმანი და სხვები.
ორსონ უელსისა და უოლტ დისნეის "პატარა უფლისწული".
პოლანსკის ტრილოგია "ჩინური კვარტალი".
ფრენსის ფორდ ცოპოლას "მეგალოპოლისი".
სამეცნიერო ფანტასტიკა დროში მოგზაურობაზე,ცხრა სექტემბრის ტრაგედიისა და ფილმის სიუჟეტში ნიუ იორკში მიმდინარე მოვლენების გამო ფილმის გადაღებაზე უარი განაცხადეს.
არანოფსკის "ბეტმენი".
მიზეზი?ბევრი სისხლი და მამაძაღლობა

მოგვიანებით ნოლანმა გადაიღო,იმავე სტუდიის შეკვეთით,ეს ფილმი.
ბლომკამპის "ჰალო".
თავისი მასტერ ჩიFითურთ.
აქაც მაღალი ბიუჯეტი დასახელდა პროექტის შეჩერების მიზეზად.
ბერტოლუჩის "სისხლიანი ჟღლეტვა".
დეტექტივი,კრიმინალური ტრილერის ელფერითა და ამერიკული კაპიტალიზმის კრიტიკის პასაჟებით.ცნობისთვის წიგნის ადაპტირებული ვარიანტებია კუროსავას "მცველი" და რიმეიქი - ლეონეს "მუჭა დოლარისთვის".
კიდევ რომლები ვიცით?
პ.ს. საბჭოთა საქართველოს დროს "დაბრაკულები" მაინტერესებს.რამე?სადმე?
This post has been edited by DARKnodo on 16 Nov 2012, 01:40