
1.საჭიროა დაწეროთ 2 სიტყვა თამაშიდან. გამომცნობელს ენიჭება ქულა და უფლება, ჩაიფიქროს შემდეგი თამაშის სახელი;
2.არ შეიძლება თამაშის ჩაფიქრება რიგის დაუცველად. ასეთი პოსტები წაიშლება, მისი გამომცნობელს კი ქულა არ მიენიჭება;
2.თუ თამაშის გამოცნობა ვერავინ შეძლო 24 საათის განმავლობაში, მისმა დამდებმა უნდა გამოაცხადოს თამაშის სახელწოდება და ჩაიფიქროს სხვა თამაში;
3.თუ თამაშის გამომცნობელმა ან გამოუცნობი თამაშის დამდებმა რამე მიზეზის გამო ვერ მოახერხეს ახალი თამაშის დადება 24 საათის განმავლობაში, ამას აკეთებს მოდერატორი ან ნებისმიერი სხვა მონაწილე, ვისაც ამისი სურვილი აქვს;
4.მოთამაშეს, რომელიც ახალ თამაშშს არ დადებს გამოცნობიდან 24 საათის განმავლობაში, მოპოვებული ქულა ჩამოერთმევა;
5.არ შეიძლება თამაშის დადება, რომელიც წარმოებაშია და ჯერ არ გამოსულა;
6.არ შეიძლება თამაშის დადება მოდიდან (თამაშის მოდიფიკაციიდან) და იმ თამაშებიდან რომლებიც MMO თამაშების კლასს განეკუთვნება(ონლაინ,ბრაუზერ და ა.შ) მხოლოდ ოფიციალური თამაშებიდან შეიძლება;
7.არ შეიძლება თამაშის დადება კონსოლური თამაშიდან, თამაში PC-ზე უნდა იყოს გამოსული;
8.ის თამაში, რომელსაც დებთ, თქვენ თვითონ უნდა გქონდეთ ნათამაშევი;
9.თუ ორმა ან მეტმა მოთამაშემ ერთდროულად დაპოსტეს სწორი პასუხი, ქულები ნაწილდება (ყველას თითო ქულა). ასევე, თუ ერთმა მოთამაშემ მხოლოდ ნაწილობრივ გამოიცნო სათაური და სხვა მოთამაშემ დააზუსტა ის, ორივეს თითო ქულა მიეცემა;
10.თუ თამაშის დამდებსა და მის გამომცნობელს ერთი და იგივე IP აქვთ, ასეთი გამოცნობა არ ჩაითვლება -- ქულების არაკეთილსინდისიერი გზით დაგროვების თავიდან ასაცილებლად;
11.მოთამაშეს შეუძლია მარტო ერთი ვარიანტის დაწერა ერთ პოსტში
მოკლეთ დავიწყეთ
პირველიი თამაში ჩავიფიქრე
სიტყვები:
რკინა და ხელიOFFTOPIC:ეს თემა ჯერ beta სტადიაშია ბაგების და იდეების შესახებ დაწერეთ |
This post has been edited by ვახტანგი on 13 Nov 2012, 00:43