გიწვევთ ფსიქოდრომის ჯგუფში მონაწილეობისთვისფსიქოდრომის ერთთვიანი კურსის გავლა დაგეხმარებათ საკუთარი თავის მართვაში, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებასა და ამით ცხოვრების გაუმჯობესებაში.
ფსიქოდრომი ჯგუფური მუშაობის განსხვავებული, სწრაფშედეგიანი, სახალისო და ნოვატორული ტექნოლოგიების კომპლექსია. ის გულისხმობს როლურ თამაშებს, ფსიქოლოგიურ სავარჯიშოებს, რელაქსაციისა და წარმოსახვის ტექნიკის დაუფლებას.
ფსიქოდრომის მეშვეობით მონაწილეები გაეცნობიან სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის საშუალებებს. გააქტიურებენ შემოქმედებით უნარებს, რაც დაეხმარებათ კრიტიკულ სიტუაციაზე ადეკვატურ რეაგირებასა და სიმშვიდის შენარჩუნებაში.
ფსიქოდრომში მონაწილეობის პრიორიტეტებია:1.თბილი, უსაფრთხო და კონფიდენციალური გარემო, რაც ხელს უწყობს:• ცხოვრებისეული ფაქტების სწორად შეფასებას
• დადებითი ურთიერთობების დამყარებას
• საკუთარი აზრებისა და გრძნობების ღიად გამოხატვას
2. შინაგანი დაძაბულობის მოხსნა, რის საფუძველზეც ხდება• სწორი გადაწყვეტილებების მიღება
• ახლებური მიდგომის შემუშავება
• მარტოობის განცდისა და სხვა კომპლექსებისგან გათავისუფლება
• თვითგამორკვევა და პოზიტიური თვისებების განვითარება
ფსიქოდრომში მონაწილეობა ნიშნავს, შეცვალო და დაიწყო ცხოვრება თავიდან. სწორედ იქ, სადაც დღეს შენ ფიქრობ, რომ დასასრულია, შეიძლება იწყებოდეს მთელი შენი ცხოვრება. განაგე საკუთარი ბედი.ჯგუფის წამყვანია გიორგი დონაძე, ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი, ტრენერი. პიროვნული ზრდის, ფსიქოდრამის, არტ-თერაპიის, ეგზისტენციალური თერაპიისა და კრიზისულ სიტუაციათა მართვის კონსულტანტი.
შეხვედრის ხანგრძლივობა:2 აკადემიური საათი
ჯგუფის დაწყების თარიღი:22.01.2013 წ.
მონაწილეთა რაოდენობა – 8 - 10 მონაწილე
შეხვედრების ღირებულება:80 ლარი. (8 შეხვედრა)
შეხვედრები ჩატარდება კვირაში ორჯერ, საღამოს საათებშიდაგვიკავშირდით: 555 67 19 56 ან გამოგზავნეთ მონაცემები
ელ–ფოსტაზე: gdonadze@gmail.com
მიმაგრებული სურათი