გამარჯობათ,
შევეცდები იდეის არსი მოკლედ და კონკრეტულად მოვყვე,
იდეა ჩემი მოფიქრებული არ არის, რადგან უცხოეთში ეს ძალიან წარმატებული და რაც მთავარია შემოსავლიანი პროექტია, მაგრამ საქართველოში ჩემი აზრით ეს ინოვაციაა.
თავისთავად როგორც იქ ისე აქ ყველა კომპანიას ყავს IT სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ინფორმაციის და ქსელის უსაფრთხოებას, მაგრამ აღმოჩდა რომ IT სპეციალისტის მუშაობა არ არის საკმარისი სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჰაკერები ძალიან ადვილად ახერხებენ ამათუ იმ ინფორმაციის მოპარვას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.
საფრანგეთში შეიქმნა კომპანია, შემდგარი 4-5 ადამიანისგან, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიების ელექტრონული ინფორმაციის უსაფრთხოებას კერძოდ ისინი მიდიან დამკვეთ კომპანიასთან იღებენ 1000 ევროს და აკეთებენ მათი კომპანიის კომპიუტერების გატეხვის იმიტაციას, ანუ ისე რომ არც ერთმა კომპანიის თანამშრომელმა არ იცის ამის შესახებ ტეხავენ მათ მაილებს, კომპიუტერს და იღებენ იქიდან კონფიდენციალურს ინფორმაციას, ამ ინფორმაციის მოპოვების შემდეგ თვითონ ამ კომპანიის ხელმძღვანელს აჩვენებენ ამ კონფიდენციალურ ინფორმაცას და უმტკიცებენ თუ რამდენად დაუცველია კომპანიის მიერ თითქოს და დაცული ინფორმაცია, ამის შემდეგ უზრუნველყოფენ ამ სისტემის დაცვას და თვითონ ხდებიან გარანტორები იმისა რომ სისტემა და მაილები იქნება დაცული, ამაში კი იღებენ დაახლოებით 3000 ევროს...
მე შევეცადე ამეხსნა გასაგებ ენაზე და თქვენ თვითონ განსაჯედ ეს იდეა, რომელიც უცხოეთში ძალიან წარმატებულია....
ძალიან გთხოვთ დააკომენტარეთ პროგრამისტებმა, IT სპეციალისტებმა.
ნუ დაიწყებთ მტკიცებას, ამა თუ იმ ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია და იმდენად დაცულია ყველაფერი ამას ვერავინ შეძლებს, რადგან ყველაფერი შესაძლებელია.თუ გაგიჩდათ კითხვები, პირადში მომწერეთ, მე აქ ყველაფერი არ მითქვამს და კონკრეტულად შემიძლია ავუხსნა იდეაზე იმას ვისაც თავისი შესაძლებლობებში დარწმუნებულიაჩემი აზრით ამ იდეის განხორციელება საკმაოდ რეალურია, თუ ახლა არა საქართველოში ეს მომავალში აუცილებლად დაინერგება
This post has been edited by patriotaaaa on 6 Nov 2012, 15:28