#33966086 · 18 Nov 2012, 17:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვინაიდან, ჩვენი ეკლესია იღებს ფინანსურ დახმარებას სახელმწიფოსგან, ანუ ჩვენგან, ლოგიკურია, როდისღაც უნდა დადგეს ის მომენტო რომ სასულიერო პირებმა მოახდინონ მათ სახელზე და ოჯახის წევრებზე არსებული ქონების დეკლალირება.
დღეს, ყბადაღებული თემაა, ამა თუ იმ მოძღვრის შავი ჯიპების და ფეშენებელური ვილების, კომერციული ობიექტების არსებობა რაც გარკვეულწილად უხერხულ მდგომარეობაში აყენებს მთლიანდ ეკლესიას და მის რეპუტაციას.
ჩემის აზრით, საპატრიარქომ არ უნდა დახუჭოს თვალი, არ უნდა წაუყრუოს, თითქოსდა მოსახლეობას და მრევლს არ აქვს კითხვები ამის თაობაზე და უნდა გახადოს გამჭვირვალე მათ სარგებლობაში არსებულ ქონება.
მათ შორის: უძრავი ქონება, მოძრავი ქონება (ოქრო, ვერცხლი, ბრილიანტი, ავტომობილები და ა.შ.)
გამჭვირვალე უნდა გახდეს საზღვარგარეთის ვიზიტები: მიზანი, სასტუმროს ხარჯები და ა.შ.
წმინდა სინოდმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დადგეს მატერიალურ ფასეულობებზე მაღლა.
|