ველა ვინც თბილისში მანქანას ატარებს დამეთანხმება რომ ძალიან ცუდი მოძრაობაა ქალაქში, ძალიან ცუდად დადიან მანქანები, განსაკუთრებით კი ტაქსები, მარშუტკები და ავტობუსები. ეს სამი ტრანსპორტ-გადამყვანი თბილისის ქუჩებს მოძრაობის მხრივ აუბედურებს. მარშუტკები ასწრებენ მეორე მარშუტკებს ისე რომ ზოლიდან-ზოლში გადასვლა არ აინტერესებთ, ვის ჩაუჭრიან, ვის წინ გადაუხტებიან, ვის დაარტყავენ. იგივე პრობლემაა ავტობუსებზე ოღონდ შედარებით ნაკლები (ავტობუსის ზომებიდან გამომდინარე ალბათ), ტაქსები ხომ ანომალიაა, რას აკეთებენ და როგორ დაყავთ თვითონაც არ იციან.
რა უნდა გაკეთდეს:
1. ავტობუსები გაჩერებაზე რომ შევლენ, უკან მდგომი ავტობუსი უნდა ელოდებოდეს წინ მდგომ ავტობუსს და მხოლოდ მის შემდეგ უნდა მოძრაობდეს, არ უნდა გადმოდიოდეს სხვა ზოლში და ცდილობდეს გასწრებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია
2. ყველა გაჩერება უნდა იყოს გასუფთავებული პარკირებული მანქანებისგან, არ უნდა იყოს გაჩერებული არცერთი მანქანა, საინტერესოა CT-Park-ს რაში ვუხდი ფულს, თუ გაჩერებებსაც არ მოაწესრიგებს ავტობუსებმა რომ თავისუფლად გააჩერონ, შევიდნენ გაჩერებაზე და არ ჩამოსვან მგზავრები მეორე ან მესამე ზოლიდან.

სასურველია თბილისშიც გაკეთდეს ეგრეთ წოდებული BUS LANE-ები, ეს იქნება ზოლი, სადაც იმოძრავებენ ავტობუსები, მარშუტკები და ცარიელი ტაქსები (ვისაც მგზავრი არ უზის).
BUS LANE-ს ზოლში ვერ გადავა სხვა ვერცერთი ტრანსპორტი, ვერც პატარა მანქანა, ვერც დიდი ჯიპი და ვერც ვერავინ, მაგ ზოლში შეეძლებათ მოძრაობა ასევე ველოსიპედით ვინც გადაადგილდება, ასევე სკუტერ-ბაიკებზე ამხედრებულ მძღოლებს. ყველა BUS LANE უნდა კონტროლდებოდეს კამერებით და რადარებით, თუ ვინმე გადავა BUS LANE-ს ზოლში უნდა დაჯარიმდეს (სხვა ქვეყნებში არის ეს და ჯარიმაც საკმაოდ მაღალია), ასევე უნდა დაჯარიმდეს ის ავტობუსის მძღოლი იქნება თუ მარშუტკის მძღოლი იქნება რომელიც გადავა BUS LANE-დან სხვა ზოლში.
ეს მოაწესრიგებს მოძრაობას ქალაქში, ზოგიერთ ადგილას 2 ზოლი დარჩება ჩვეულებრივ მძღოლებს, ზოგიერთ ადგილას ერთი, მაგრამ მოძრაობა იქნება მოწესრიგებული, ტაქსს რომელიც ცარიელი ივლის შეეძლება BUS LANE-ს ზოლში სიარული, მას შემდეგ რაც ჩაისვამს მგზავრს გადავა BUS LANE-ს ზოლიდან სხვა ზოლში და არ შეაფერხებს ბას ლეინს.
თბილისის ზოგიერთ ადგილას ვიწრო ქუჩებია, იქ სადაც ერთი ზოლია BUS LANE არ სჭირდება, მაგრამ ზოგადად თბილისზე ბევრად უფრო წვრილ ქუჩებიან ქალაქებშია ეს გაკეთებული და დიდი წარმატებითაც, მოწესრიგებულია მოძრაობა. ამდენი ესტაკადების, გვირაბების და ხიდების მშენებლობა კარგია, მაგრამ რეალურად საცობი ერთი ადგილიდან გადადის მეორე ადგილას, მოძრაობა არ ან ვერ იხსნება.
საჭიროა სიმკაცრე და ინფორმირება, მერიაში პროექტების მართვაზე ვინ მუშაობს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ მათი გაკეთებულ-განხორციელებული პროექტებიდან რამდენიმემ თუ გაამართლა, დანარჩენი? რისთვის გაკეთდა ლაგუნასთან იმხელა ხიდები და გადასასვლელები, მაინც სულ საცობია, სულ საცობია ცირკთანაც და ა.შ.
მემგონი ღირს დაფიქრება ბას ლეინზე, ყოველშემთხვევაში ცუდ იდეად არ ჩანს.
მანქანით მოძრაობა თბილისში არის ჯოჯოხეთთან შეგუება რა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by M43DL0 on 29 Nov 2012, 14:45
"The Ferrari is a dream - people dream of owning this special vehicle and for most
people it will remain a dream apart from for those lucky few." Enzo Ferrari