როგორც "ოცნების" ამომრჩეველს, იმედი მაქვს, არ დაგჭირდებათ შეხსენება, რომ სამუდამოდ არ ხართ მოსულები და რეიტინგი ძალიან საჭირო რამაა.
უსაფუძვლო არც ძაგება ვარგა და არც ქება.
არც უდანაშაულოს დაჭერა, მაგრამ არც დამნაშავეს გამოშვება.
საია არ იღებს პასუხისმგებლობას და ალბათ ბესელია იღებს, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ასე, "პატარა გადაცდომებით" დიიიდ კრიმინალამდე მივალთ.
მერე ამაო იქნება პიარ ტექნოლოგების დაქირავება და კბილთა ღრჭენანი, ამიტომ ჯობია ახლავე ყველაფერი წესიერად გაკეთდეს.
უკვე საჭიროს ხდით საპროტესტო მოძრაობის დაწყებას და ცოტა მაინც დაგვასვენეთ ეს სამოქალაქო საზოგადოება, ადამიანები არ ხართ?????
http://www.tabula.ge/article-26314.htmlპ.ს. და ეს დარახველიძე რომ დანიშნეთ დევნილთა მინისტრად და გამოვასახლებთ ყველა დევნილსო და სად შევასახლებთ არ ვიცითო, რომ ამბობს, დიდი ბოდიში და სუბელიანი რატომ არ მოგწონდათ მაშინ????