აუტსაიდერ "ნორდსიელანდთან" ორი ქულის დაკარგვით (1:1 დანიაში) "იუვენტუსმა" მდგომარეობა გაირთულა და თავი საფრთხეში ჩაიგდო. 4 ტურის შემდეგ იტალიის ჩემპიონსა და სერია A-ს ლიდერს მხოლოდ 6 ქულა აქვს, "შახტარსა" და "ჩელსის" კი - შვიდ-შვიდი.
ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ 20 ნოემბერს ტურინელებმა ლონდონელები აუცილებლად უნდა დაამარცხონ.
მართალია, "იუვეს" ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი ფრის შემთხვევაშიც შერჩება, მაგრამ ფაქტია, "ბებერი ქალბატონი" ვერ იქნება იმის იმედად, რომ "ნორდსიელანდი" კიდევ ერთხელ ივაჟკაცებს. თანაც, "იუვე" ბოლო ტურში "შახტარს" დონეცკში სტუმრობს და ამთავითვე ცხადია, რომ უკრაინაში მოგება გაუჭირდება.
ერთი სიტყვით, მშვიდი ძილისთვის ტურინელებს სამშაბათს "ჩელსის" დამარცხება სჭირდებათ და მხოლოდ მოგებაზე ფიქრობენ, რასაც ჯანლუიჯი ბუფონის სიტყვებიც ადასტურებს.
"იტალიელი ვარ, მაგრამ თვლა არ მიყვარს... ყველამ ვიცით, რომ "ჩელსისთან" სამი ქულა გვჭირდება და ეს თამაში უნდა მოვიგოთ კიდეც. ბასტა!" - განაცხადა მატჩის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯიჯიმ.
თავის მხრივ, "ჩელსის" წაგება ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლონდონელები მედგრად იბრძოლებენ.
გასულ უქმეებზე ვერც "იუვემ" მოიგო (0:0 "ლაციოსთან") და ვერც "ჩელსიმ" (1:2 "ვესტ ბრომვიჩთან"). ლონდონელებს დაცვაში საკადრო პრობლემები აქვთ: ჯონ ტერი ტრავმირებულია, დავიდ ლუისი კი - დისკვალიფიცირებული. "ჩელსის" თავკაცი რობერტო დი მატეო დაცვის ცენტრში ალბათ ივანოვიჩისა და კეჰილის ტანდემს გაამწესებს.
იუვენტუსი-ჩელსი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, მარკიზიო, პირლო, ვიდალი, ისლა - კვალიარელა, ჯოვინკო.
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ბერტრანი, კეჰილი, ივანოვიჩი, ე. კოული - ობი მკელი, რამირესი - მატა, ოსკარი, აზარი - ტორესი.
არბიტრი: ჩიუნეით ჩაქირი (თურქეთი)
http://sportall.ambebi.ge/fexburti/evrotur...hebis-tsin.html
This post has been edited by secret-master on 20 Nov 2012, 17:56