ასპინძაში ქართული ოცნების წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
03 თებერვალი 12:44 , 2013
2
ასპინძაში ქართული ოცნების რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ორი კანდიდატი ვერ იყოფს, მამუკა მელიქიძეს პაატა მაისურაძე უპირისპირდება. ქართული ოცნების აქტივისტებიც ორ ნაწილად არიან გაყოფილები. ისინი ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერასა და დახმარებაში ადანაშაულებენ.
თავმჯდომარეობის ერთ–ერთი კანდიდატი მამუკა მელიქიძე რეგიონალური ორგანოს თავმჯდომარეობაზე არჩევნების ჩატარებას გუშინ კულტურის სახლში შეეცადა, თუმცა შეკრება პაატა მაისურაძის მხარდამჭერებმა ჩაშალეს.
ამ დაპირისპირების შემდეგ კულტურის სახლში კარია ჩამომტვრეული.
„4 შვილის დედა ვარ, სამსახურიდან გამათავისუფლეს, გვემუქრებოდნენ. 4 შვილს 100 ლარით ვარჩენდი და დავუდექით ბიძინას, რომ სწორ გზაზე დავმდგარიყავით. შემოგვიბრუნდნენ ისევ ნაციონალები და ჩუმად შემოიპარნენ. ხვალ 10 მრავალშვილიანი დედა წავალთ ბიძინა ივანიშვილთან. თუკი ბიძინა ივანიშვილმაც არ დაგვაკმაყოფილა, როგორც ამ რაიონის ხალხს სჭირდება, გულზე ფეხი დაგვაბიჯა და სულში ჩაგვაფურთხა, მაშინ ალალი ყოფილა ნაციონალებისთვის"–აცხადებს პაატა მაისურაძის მხარდამჭერი ქალბატონი.
http://www.frontnews.ge/?action=news_read&...=12604&lang=geo