სამართალდამცავებმა, წუხანდელი დაკითხვის შემდეგ, ყოფილი "თბილისის წყლის" (ახლანდელი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი") ხელმძღვანელი გეგი ქელბაქიანი დააკავეს.
მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი - არჩილ ჩოგოლაძე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანს ფულის გათეთრება ედებათ ბრალად, რაც 9-დან 12-მდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბიძინა ივანიშვილის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქელბაქიანი ამჟამად სამშენებლო კომპანია „ენსისის“ დირექტორია. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით კი გიგი ქელბაქიანი თბილისის მერის გიგი უგულავას გარემოცვის უახლოესი წევრიაქელბაქიანთან ერთად, დაკავებულია ამავე კომპანიის ფინანსური მენეჯერი, არჩილ ჩოგოლაძე.
კომპანია „ენსისი“ რიყეზე მუსიკისა და დრამის თეატრს აშენებს, ასევე არის შპს „ენტერტას“ დამფუძნებელი, რომელიც თავის მხრივ ასევე რიყეზე ფლობს კლუბ „ბუდა ბარს“.„ამ კომპანიას თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ფონდების მეშვეობით უამრავი შეკვეთა აქვს მიღებული ასევე პირდაპირ თბილისის მერიაშიც მოგებული აქვს ტენდერები,“ – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე.
სავარაუდოდ გიგილომდე მივა კვალი

.