#33956588 · 17 Nov 2012, 21:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, სად შეიძება ესწავლა 1902 წელს საქართველოში დაბადებულ ადამიანს. როგორც ვიცი 8 წლის ასაკში იღებდნენ სკოლაში ბავშვს, და 7 წლიანი სწავლება იყო.
პირველი უნივერსიტეტი(თსუ) 1918 ში გაიხსნა. მაგრამ აქ ჩასარიცხად სტუდენტს ხო უნდა ჰქონოდა გავლილი სწავლების რაღაც საფეხური და ეს მაინტერესებს... პირველი გიმნაზიის ისტორიის ეს წლები ვერსად ვნახე რო ამას დავუკავშირო.
"1905 წლის 22 ოქტომბერი გიმნაზიის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული დღე იყო. ამ დღეს გიმნაზიის მოსწავლეები ქვეყანაში დაწყებული პოლიტიკური ქაოსის მსხვერპლნი გახდნენ. ჯარისკაცებმა უმოწყალოდ ჩახოცეს სასწავლებლის მოწაფეები, გაძარცვეს და დაიკავეს შენობა. იმავე დღეს განუზრახავთ გიმნაზიის აფეთქება." <<< ამის შემდეგ მოდის 1921 წლის ამბები და 1905-დან 1921-მდე მაინტერესებს.
თუ ვინმე რამე ინფორმაციას ფლობთ დამეხმარეთ, მადლობა წინასწარ.
|