#34018883 · 22 Nov 2012, 01:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
dato198721me მუხლი # 103 - ცნება 1. გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე.
მუხლი # 709 - ცნება
დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალე-ბული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. დავალების ხელშეკრულება უფრო ფართოა, ვიდრე წარმომადგენლობა გარიგებებში. ამასთან წარმომადგენლობის ნორმები მოცემულია სამოქალაქო კოდექსის ზოგად ნაწილში, ხოლო დავალების ნორმები კერძო ნაწილში და ისინი სპეციალური ნორმებია. იმ შემთხევევაში, როდესაც დავალების ხელშეკრულების საფუძველზეა წარმოშობილი წარმომადგენლობა, მოქმედებს ორივე ინსტიტუტის ნორმები, მაგრამ კოლიზიისას - დავალების ნორმები, როგორც სპეციალური, ამ მუხლის თანახმად: მუხლი # 2 - სამოქალაქო კანონმდებლობა 2. ერთი და იმავე დონის სამართლის ნორმათა კოლიზიის დროს გამოიყენება სპეციალური და უფრო ახალი კანონი. ამ კოდექსით გათვალისწინებულ ზოგად ნორმებსა და სპეციალურ ნორმებს შორის კოლიზიისას გამოიყენება სპეციალური ნორმები.
This post has been edited by venturara on 22 Nov 2012, 03:25
|