http://www.interpressnews.ge/photo/2015_02...ka-ujarma-3.jpg

სოფელ უჯარმასთან ავარიის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა
20:37 20-02-2016
სოფელ უჯარმასთან ავარიის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა სოფელ უჯარმასთან ავარიის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი, ორი კი მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეჯოს რაიონის გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, დაშავებულები მძიმე მდგომარეობაში საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ერთმანეთს "ფორდის" მარკის მიკროავტობუსები შეეჯახნენ.
"ინტერპრესნიუსი" დაუკავშირდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს, სადაც განუცხადეს, რომ გარდაცვლილია 4 ადამიანი, ერთი კი კრიტიკულ მდგომარეობაში საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა ასაკი 13-17-30-37 წელია.
უჯარმასთან მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილთა შორის 7 წლის ბავშვია
21:26 20-02-2016
უჯარმასთან მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილთა შორის 7 წლის ბავშვია უჯარმასთან მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილთა შორის ერთი 7 წლის ბავშვია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეჯოს რაიონის ჯეო-ჰოსპიტალის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა ალექსანდრე სართანიამ განუცხადა.
მისივე თქმით, შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში სამი დაშავებული გადაიყვანეს, მათგან ერთ-ერთი - 7 წლის ბავშვი საავადმყოფოში შეყვანამდე გარდაიცვალა.
სართანიას თქმით, ერთ-ერთ დაშავებულს ოპერაცია უტარდება. ერთი პაციენტის ოპერაცია კი უკვე დასრულდა და იგი თბილისში გადაყვანას საჭიროებს.
დაშავებულებს კიდურების მოტეხილობები და მუცლის ღრუში დაზიანებები აღენიშნებათ.
უჯარმასთან მომხდარ ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს "ფორდის" მარკის მიკროავტობუსები შეეჯახნენ.